Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 32,22 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
მარაგშია
SKU
83193_1477

ჩვენება:ვიტამინი D3-ის დეფიციტი,რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი

  • აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას
  • მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
  • უზრუნველყოფს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას(განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

ჩვენება:

  • ვიტამინი D3-ის დეფიციტი
  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი 
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა 
  • ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
  • კანის დაავადებები
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • არასრულფასოვანი კვება

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ (400სე).

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.

დოზირება: მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.  

გამოშვების ფორმა:  N60 საღეჭი ტაბლეტი ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი. მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy