Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ლივერ+ 30 კაფსულა
ჩვენება: ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს,ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები.
დოპელჰერცი აქტივი ლივერ პლიუსი
ინოვაციური კომბინაცია ჯანმრთელი ღვიძლისთვის
დოპელჰერცი/აქტივი ლივერ პლიუსი შეიცავს არტიშოკის, სილიმარინის და კურკუმას ექსტრაქტს. ეს ნივთიერებები ტრადიციულად გამოიყენება ათწლეულების განმავლობაში ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ასევე შეიცავს ქოლინს ( ხელს უწყობს ცხიმების ნორმალურ მეტაბოლიზმს), ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B2-ს (მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში) და თუთიას.
სილიმარინი - მიიღება მცენარე ბაყაყურასგან. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და ფერმენტულ აქტივობას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, თრგუნავს ტოქსინების შეღწევას ჰეპატოციტებში, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სილიმარინის ექსტრაქტის მიღება 210-600 მგ დღეში (სისხლში არეგულირებს თავისუფალი გლუკოზის დონეს და ასტიმულირებს ენდოგენური ინსულინის ინდუცირებას).
არტიშოკი - არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს, აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს).
ქოლინი - არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტული მოქმედება. შეიცავს მცენარეულ სილიმარინს, რომელიც შლის ტოქსინებს, ასტიმულირებს ღვიძლის უჯრედების აღდგენას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს ინტოქსიკაციისგან.
ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით.
ქოლინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს: ღვიძლის პათოლოგია, კუნთების სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ორსულობის პერიოდში ნერვული მილის განვითარების დეფექტი.
კურკუმას ფესვის ექსტრაქტიდან მიღებული პოლიფენოლი კურკუმინი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და უჯრედულ დონეზე მოლეკულური აქტივობით. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ჰიპოლიპიდემიური მოქმედება.
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენეზას და ლიპოქსიგენაზას; თრგუნავს ანთებით მედიატორ ციტოკინებს, აზოტის ოქსიდს, ბლოკავს არაქიდონის მჟავის გარდაქმნის პროცესს პროსტაგლანდინებად და ლეიკოტრიეენებად.
- ძლიერი ანტიოქსიდანტია - იცავს ჰეპატოციტებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
- ჰიპოლიპიდემიური მოქმედება - აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ცხიმების წვას, ახდენს წონის კორექციას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
ბიოტინი + ფოლიუმის მჟავა + ვიტამინ B2 - მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში
თუთია - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
დოპელჰერც აქტივი ლივერ პლიუსი:
- არეგულირებს ცხიმის მეტაბოლიზმს
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას (ALT, AST)
- დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და განწყობაზე
- ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას
ჩვენება:
• ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს
• ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა
• ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრესანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა
• არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი
• ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით)
• ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა
• ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია
• შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს
• ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: არტიშოკის ექსტრაქტი - 50 მგ, სილიმარინი - 100 მგ, კურკუმას ფესვის ექსტრაქტი - 100 მგ, ქოლინი - 100 მგ, ბიოტინი - 50 მკგ, ფოლის მჟავა - 75 მკგ, ვიტამინი B2 - 1.4 მგ, თუთია - 2.5 მგ.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Orthomol - ორთომოლი ქოლინ პლიუსი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account