Doppelherz - დოპელჰერც რიბოსანი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 26,70 GEL რეგულარული ფასი 31,42 GEL
მარაგშია
SKU
79360_651

ჩვენება: მწვავე ან ქრონიკული მშრალი ხველა, ბრონქიტი.

დოპელჰერცი აქტივი რიბოსანი

ხველის საწინააღმდეგო სიროფი

  • სწრაფად ხსნის მშრალ ხველას და ყელის ტკივილს
  • აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული ეფექტი
  • არ ახასიათებს ძილიანობა, არ შეიცავს ალკოჰოლს

 

ლანცეტისებური მრავალძარღვას ექსტრაქტს,(Plantago lanceolata) როგორც ნატურალურ საშუალებას უხსოვარი დროიდან იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების და გაციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მშრალ ხველასთან დაკავშირებული პირის ან ყელის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობისთვის. გამორჩეული თერაპიული თვისებების და გვერდითი ეფექტების არარსებობის გამო, მას მიენიჭა ტიტული "სამკურნალო მცენარე 2014" ვიურცბურგის უნივერსიტეტის მიერ.

ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს ბუნებრივი ანტიბიოტიკს - გლიკოზიდ აუკუბინს,რომელსაც აქვს სედაციური ეფექტი. იგი ქმნის გარსს პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსზე და ამცირებს გაღიზიანებას, ებრძვის ანთებას და ხსნის ხველას.

პიტნის ზეთს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ამცირებს გაღიზიანებას და მშრალ ხველას.

ჩვენება:

• მწვავე ან ქრონიკული მშრალი ხველა

• მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი

• გრიპი

• პნევმონია, ემფიზემა

• ღამის ხველა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში

• ბრონქოსკოპული ან ბრონქოგრაფიული კვლევის მოსამზადებელი პერიოდი

დოზირება:

მიიღება ერთი წლის ასაკიდან:

  • 1 - 4 წელი 3 - ჯერ დღეში 5 მლ
  • 4 - 12 წელი 3 - ჯერ დღეში 10 მლ
  • 12 წლიდან და მოზრდილები 4 - ჯერ დღეში 10 მლ

შემადგენლობა:

საქაროზას სიროფი, გლუკოზის სიროფი, ლანცეტისებური მრავალძარღვას ექსტრაქტი, წყალი, კალიუმის სორბიტი, პიტნის ზეთი.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

გამოშვების ფორმა:

სიროფი 100 მლ.

რეკომენდაციები:

არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს! არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას! ეს პროდუქტი არ უნდა იქნეს მიღებული ალერგიებისას.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Herbion plantain syrup - ჰერბიონი მრავალძარღვა 150მლ. სიროფი

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy