Rencarb - რენკარბი 100 ტაბლეტი
რენკარბი
(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)
Rencarb
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ------------------------ 1000 მგ
ჩვენება:
- მეტაბოლური აციდოზი განვითარებული სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინტოქსიკაციების, სხვადასხვა ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და თირკმლის დიალიზის შემდგომ.
- ანტაციდური მოქმედება და სიმპტომების გაუმჯობესება გასტროდუოდენალური წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს.
- პოდაგრის შეტევის პრევენცია.
დოზირება და მიღების წესი:
პერორალურად 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა 5 გ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:
- პაციენტები რომლებსაც ესაჭიროებათ ნატრიუმის მიღების შეზღუდვა (პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერნატრიემია, შეშუპება, პრეეკლამპსია, შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა).
გამოიყენება სიფრთხილით:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადების მძიმე ფორმის დროს.
- პაციენტებში პარკუჭოვანი დისფუნქციით, ფილტვის დაავადებებით.
- პაციენტებში შარდის ტუტე რეაქციით.
გვერდითი ეფექტები:
- ნივთიერებათა ცვლის მოშლა: შეშუპება ნატრიუმის დაგროვების გამო. ტუტე სინდრომი.
თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, შეწყვიტეთ ან დროებით შეაჩერეთ მედიკამენტის მიღება.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შებერილობა, ბოყინი, იშვიათად კუჭის წვენის სეკრეციის მომატება.
ძირითადი გაფრთხილებები:
სიფრთხილით ინიშნება
- პაციენტებში გულის უკმარისობით, შეშუპებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან ანურიით.
- მომატებული მჟავიანობის მკურნალობისას აციდოზის კორექციის და კარბონატული გაღიზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია კომბინაცია სხვა ანტაციდებთან.
- ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტუტე რეაქციის მომატება (ჰემატურია, ღებინება, სისხლდენა, გაუწყლოება), ამიტომ საჭიროა დაინიშნოს სიფრთხილით.
ურთიერთქმედება:
- სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას მიიღეთ სიფრთხილით, რადგან pH-ზე ზემოქმედების გამო შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის აბსორბციის და გამოყოფის ცვლილება.
- შესაძლებელია რძემჟავა სინდრომის განვითარება (ჰიპერკალცემია, აზოტემია, ტუტე რეაქციის მატება.)
ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
შენახვის წესი: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C)
შენახვის ვადა: 36 თვე წარმოებიდან
შეფუთვა: 10 ბლისტერზე, 10 ბლისტერი კოლოფში.
WEST-COAST International Inc.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account