ვიტამინი D3 1000სე 100 კაფსულა სოლგარი - Solgar
ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა.
Solgar - სოლგარი ვიტამინი D3 1000სე 100 კაფსულა
(ქოლეკალციფეროლი) 1 000 სე, 5 000 სე და 10 000 სე
ბოლო დრომდე D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა:
• კიბო
• დიაბეტი
• აუტოიმუნური დაავადებები
• მეტაბოლური დარღვევები
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერტენზია
• იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები
• ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა
რატომ სოლგარის D3 ვიტამინი?
· სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
· მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
· სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
· ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
ჩვენება:
· D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
· ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
· ჰიპოკალცემიური ტეტანია
· ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
· მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
· ხანდაზმული ასაკი
· ათლეტები და სპორტსმენები
იხილეთ ბლოგი: დ ვიტამინი — როგორია “მზის ვიტამინის” როლი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში
შემადგენლობა:
D3 ვიტამინი 1000 სე (დღიური დოზის 250%); 5000 სე (დღიური დოზის 625%) და 10000 სე (დღიური დოზის 1250%).
დამატებითი ინგრედიენტები: რაფსის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, თევზის ღვიძლის ქონი, ქოლეკალციფეროლი.
შეიცავს თევზს (ვირთევზა, პალტუსი,ცხიმიანი ჯიშები).
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს,
საფუარს, შაქარს, ხელოვნურ გემოს დამატკბობელს.
დოზირება:
1 000სე მიიღება 1 ან 2 კაფსულა დღეში, ხოლო 5 000სე და 10 000სე - 1 კაფსულა დღეში, მიღება სასურველია საკვებთან ერთად. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 1 000სე - 100 ჯელატინისებური კაფსულა,
5000სე - 60 მცენარეული კაფსულა და 10000სე - 120 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
Units | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account