Zinconet C - ცინკონეტი C სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 25,25 GEL რეგულარული ფასი 35,24 GEL
მარაგშია
SKU
40614_1782

ჩვენება : გახანგრძლივებული დიარეა, თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი) ,ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.

 ცინკონეტი C სიროფი 150მლ

შემადგენლობა:

სიროფის 5 მლ. შეიცავს  თუთიის სულფატი 10 მგ.,  ვიტამინი C 50 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში.  ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი ჩ აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში.

ჩვენებები:

• გახანგრძლივებული დიარეა
• ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)
• თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)
• ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით
• სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)
• დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი:

ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.
დიარეა:
0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);
6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);
3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);
12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია);  დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.
თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;
ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია)  – 1-3 ჯერ დღეში;
ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს  ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.                        

წინააღმდეგ ჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.

შენახვის წესი:

ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.  გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy