Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 2000 სე

განსაკუთრებული ფასი 24,73 GEL რეგულარული ფასი 49,46 GEL
მარაგშია
SKU
65743_1477
D3 ვიტამინის დეფიციტი K2 ვიტამინის დეფიციტი ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით, ოსტეოპოროზი მენოპაუზა, ხანდაზმული ასაკი

ამვილაბი / ვიტამინი D3 2000 სე

D3 ვიტამინის  და K2 ვიტამინის ინოვაციური ფორმულა ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის

 

რატომაა D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაცია იდეალური?

მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას.  ამვილაბის ვიტამინი D3 დამატებით შეიცავს K2 ვიტამინის ნატურალურ ფორმას MK-7 -მენაქინონი-7-ს, რომელიც ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას მხოლოდ ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.

D3 ვიტამინი - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს.                           D3 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის . D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D3 ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

K2 ვიტამინი - მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით, ოსტეოპოროზი
  • მენოპაუზა, ანდაზმული ასაკი
  • გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება)
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 2000 სე,     ვიტამინი K2 (Mk 7- მენაქინონი) – 75 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი), მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი  

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.                                                                                                                                                  

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy