Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფოლიუმის მჟავა 30 ტაბლეტი
ჩვენება: ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პრევენცია.
დოპელჰერცი აქტივი ფოლის მჟავა
დოპელჰერც/აქტივი ფოლის მჟავა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, B, C და E ვიტამინებს. ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის.
ფოლიუმის მჟავა უმნიშვნელოვანესი ვიტამინია, რომელსაც ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს. იგი მონაწილეობს უჯრედების დაყოფასა და სისხლის ფორმირებაში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის და ნაყოფის განვითარების ანომალიების რისკის შემცირებისთვის. B6 და B12 ვიტამინთან ერთად ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ცვლას.
ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს პლაცენტის მომწიფებას და ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პრევენციას. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტს.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ნეირომედიატორების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზს, შესაბამისად აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, გონებრივ შესაძლებლობებს, ამცირებს აუტისტური სპექტრის აშლილობებს ბავშვებში, ხელს უწყობს ალერგიების და ატოპიური რეაქციების განვითარების რისკის შემცირებას.
ფოლიუმის მჟავა არეგულირებს სისხლში ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს სისხლძარღვების დაზიანებას და შევიწროებას, რის შედეგადაც მცირდება ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
ვიტამინი C და E ძლიერი ანტიოქსიდანტები, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ჰემოპოეზში.
ფოლიუმის მჟავას ეფექტურობა უფრო მაღალია, როდესაც ის მიიღება B, C და E ვიტამინთან ერთად. გარდა ამისა, დეპო გამოშვების ფორმა უზრუნველყოფს შეწოვის სიჩქარის გაუმჯობესებას.
ჩვენება:
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პრევენცია
• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პრევენცია
• პრეეკლამფსია
• მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკაგულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თრომბოზი)
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება
• დეპრესია, შაკიკი
შემადგენლობა:
დღიური დოზაერთი ტაბლეტი შეიცავს:ფოლიუმის მჟავა - 600 მკგ; ვიტამინი C - 300 მგ; ვიტამინი E - 36 მგ; ვიტამინი B6 - 6.0 მგ; ვიტამინი B12 – 5.0 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორად გაყოფა.
ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 დეპო ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ :
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account