Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 30 კაფსულა
ჩვენება:მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება,თვალის დაავადებები.
დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3
აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას და კონცენტრაციას
აუმჯობესებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას
ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვებით, ან საკვები დანამატებით.
დოპელჰერცი/აქტივი ომეგა 3:
• აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
• ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
• არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
• აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას
• აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
• ამცირებს ინსულინორეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
• ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლებას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობას
• აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
• უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
• აუბჯობესებს თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურას
ომეგა -3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, ამცირებს ანთებას, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მისი დეფიციტი დაკავშირებულია შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ასევე ინსულტის, ართრიტის და ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილ რისკთან.
დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავა უმნმნიშვნელოვანესია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედის სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი.
კვლევის მიხედვით EPA:
· უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის
· ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს
· აძლიერებს იმუნურ სისტემას
· აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
· ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს (წამოხურება, ოფლიანობა)
· ამცირებს ავთვისებიანი მელანომის განვითარების რისკს
კვლევის მიხედვით DHA:
· მნიშვნელოვანია ტვინის და თვალების ჯანმრთელობისთვის
· არეგულირებს არტერიულ წნევას
· ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას
· ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას
· ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ართრიტი, ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ალცჰაიმერი, მიოკარდიუმის ინფარქტი, დიაბეტი ტიპი 2 და პროსტატის კიბო
· აუცილებელია ორსულობის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინის და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის
· ორსულობისას ამცირებს სამეანო გართულებების და ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების რისკს
· ზრდის სპერმის სიცოცხლისუნარიანობას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული განაყოფიერებისთვის, ასევე განაპირობებს სპერმის მემბრანის მდგრადობას ფიზიკური და ქიმიური სტრესის მიმართ
E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს თრომბების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ გაწოვას.
ჩვენება:
- მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
- ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- იმუნიტეტის დაქვეითება
- თვალის დაავადებები
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები
- პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
შემადგენლობა:
1 რბილი კაფსულა შეიცავს: ომეგა 3 - ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები: თევზის (ორაგულის) ქონი - 800 მგ (18% EPA, 12% DHA ცხიმოვანი მჟავები ომეგა - 3 არანაკლებ 30%-ისა), ვიტამინი E - 16.22 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს საკმარის სითხესთან ერთად მოზრდილებში.
გამოშვების ფორმა:
№ 30 რბილი კაფსულა, არ აქვს თევზის გემო.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Pure - ფიური EPA-DHA 90 კაფსულა
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account