Pileje Proteochoc - პილეჟე პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 27,27 GEL რეგულარული ფასი 31,89 GEL
მარაგშია
SKU
65191_2863

ჩვენება: სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმა და დაზიანება.

პილეჟე პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა

ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული მოქმედება ნატურალური კომპლექსი სწრაფი რეაბილიტაციისთვის

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს - Porphyral HSP®* - დაპატენტებული ფორმულა 250 მგ; ბორაგოს ზეთი - 240 მგ. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 61 მგ; მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 71 მგ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 132 მგ; გამა ლინოლის მჟავა - 48 მგ; ვიტამინ E – 1.8 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროტეოშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ნივთიერება პორფირალ HSP პილეჟეს დაპატენტებული აქვს და ამ პროდუქტს უნიკალურს ხდის. ის - შეიცავს სითბური შოკის ცილებს (Heat Shock Proteins), რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ, ორგანიზმის დამცავ ცილას და გამომუშავდება მხოლოდ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში - საუნა, ორთქლის აბაზანები .

პორფირალი HSP – დაპატენტებული უნიკალური ნივთიერება, მიღებულია წყალმცენარე Porphyra umbilicalis - ისგან. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, უჯრედების სწრაფი აღდგენა-რეგენერაციის უნარი, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.

ბორაგოს ზეთი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ორგანიზმს ამარაგებს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და აღდგენას, არეგულირებს იმუნურ სისტემას, შეიცავს გამა ლინოლის მჟავას - GLA, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედება.

ჩვენებები:

•  სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმა და დაზიანება

•  ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია

•  სტომატოლოგიური ჩარევები (იმპლანტაცია, კბილის რთული ექსტრაქცია, მათ შორის სიბრძნის კბილის)

მიღება და დოზირება:

1-4 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3-12 დღე.

გამოშვების ფორმა:

N12 კაფსულა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა12
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy