Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 20,81 GEL რეგულარული ფასი 41,62 GEL
მარაგშია
SKU
85042_651

ჩვენება:ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

დოპელჰერცი აქტივი ფლუ სტოპი სიროფი

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

თუთია- მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფერმენტულ რეაქციებში, დნმ-ს და ცილის სინთეზში, ამცირებს ჭრილობის შეხორცების დროს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ზრდის კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურულ სიძლიერეს, აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება

ვიტამინი D3 – გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისადა რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, მაკროფაგების გამრავლების პროცესში, აძლიერებს მათ აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ შეთვისებას და სხვ.

ვიტამინი A – ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, სხეულის ზრდას და განვითარებას. ზრდის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.

ვიტამინი E - ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.

სელენი- შეუცვლელი მიკროელემენტია, აძლიერებს იმუნიტეტს, ძლიერი ანტიოქსიდანტია, გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (გულსისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები და ა.შ)

დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი გამოიყენება იმუნური სისტემის გაძლიერების მიზნით:

•  მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ტონზილიტი, ლარინგიტი, რინოსინუსიტი, შუა ყურის ოტიტი, ბრონქიტი)

• სეზონური გრიპი და გაციება

• სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

• ასთმა, ალერგია

შემადგენლობა:

10 მლ შეიცავს: ვიტამინი A – 300 მკგ, ვიტამინი D3 – 5 მკგ, ვიტამინი E – 12 მგ, ვიტამინი C – 150 მგ, თუთია - 5 მგ, სელენი - 8,25 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 4  წლიდან, 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ.

გამოშვების ფორმა:

100 მლ სიროფი ანანასის არომატით.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი შუშხუნა ტაბლეტები 15 ცალი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy