დეოდორანტები

დეოდორანტები

დეოდორანტი არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სხეულის სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. დეოდორანტი ურთიერთქმედებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან, ახშობს და ანეიტრალებს მას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, როგორც სპრეის სახით ასევე, სტიკსა და ბურთულიანს. დეოდორანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიურ რუტინაში, რაც უზრუნველყოფს თავდაჯერებულობასა და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის. 

დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ემსახურება სხვადასხვა მიზანს პირადი ჰიგიენის დაცვის დროს. დეოდორანტი შექმნილია სხეულის სუნის გასაქრობად, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუნის განეიტრალებით ან შენიღბვით. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიების ზრდას და ეთერზეთებს, რათა შემცირდეს სუნი. დეოდორანტი არ ახდენს გავლენას წარმოქმნილი ოფლის რაოდენობაზე. 

მეორეს მხრივ, ანტიპერსპირანტები შექმნილია ოფლიანობის შესამცირებლად, საოფლე ჯირკვლების დროებითი ბლოკირებით. ის შეიცავს ალუმინზე დაფუძნებულ ნაერთებს, როგორიცაა ალუმინის ქლოროჰიდრატი, რომელიც ქმნის საცობებს ოფლის სადინარებში და ამცირებს ოფლის რაოდენობას. ოფლის შემცირება ასევე ხელს უწყობს სხეულის სუნის შემცირებას, რადგან ნაკლები ტენიანობა ნიშნავს ბაქტერიების ნაკლებ ზრდას. ბევრი ბრენდი აერთიანებს დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ოფლის შემცირებას, ასევე სუნის კონტროლს.

შეარჩიე, 30–მდე ბრენდს შორის შენს სხეულზე მორგებული დეოდორანტი და შეინარჩუნე სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში. 

დეოდორანტი სპრეი

დეოდორანტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, სპრეია. დეოდორანტი სპრეი არის მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად. მთავარი უპირატესობა სწრაფად გაშრობა და გამაგრილებელი შეგრძნებაა. სურნელის მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკმაყოფილოს არ დატოვებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება სპრეი დეოდორანტების საფრთხის შემცველობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ცდილობ თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება და ხართ ალერგიული, შეარჩიე დეოდორანტები ალუმინის გარეშე. თუ როგორ შეარჩიო შენზე მორგებული ანტიპერსპირანტი, გაიგე ჩვენს ბლოგში

ბურთულიანი დეოდორანტი 

ბურთულიანი დეოდორანტები პოპულარობით სარგებლობს მათი გამოყენების სიმარტივის გამო. მომხმარებელს საშუალება აქვს დაიტანოს პროდუქტი კონკრეტულ ადგილებზე. Ამ ფორმის დეოდორანტები, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს, რაც მათ უფრო საიმედოს ხდის. კომპაქტური შეფუთვა კი, მგზავრობისთვის მოსახერხებელ პროდუქტად აქცევს.  

ბურთულიანი დეოდორანტები შეიცავს არომატიზატორებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც შექმნილია სუნის ეფექტურად გასაკონტროლებლად და მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ისეთი ნივთიერებები კი, როგორიცაა გლიცერინი და ალოე ვერა, უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დამშვიდებას.

საბოლოოდ, სპრეის, სტიკისა თუ ბურთულიან დეოდორანტებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია პირად პრეფერენციებზე. იშოპინგე PSP.GE-ზე და შეარჩიე შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ თავდაჯერებულად მთელი დღის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 

მაჩვენე როგორც Grid სიის სახით

ნივთები 1-19 336-და

კლებადობით
გვერდი
თითო გვერდზე
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy