Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინის წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 18,90 GEL რეგულარული ფასი 37,81 GEL
მარაგშია
SKU
75251_651

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოპელჰერცი/აქტივი რკინის საბავშვო წვეთები

ტკბილი, შავი მოცხარის არომატით

დოპელჰერც/აქტივი რკინა შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.

რატომ დოპელჰერც/აქტივი რკინა?

• დოპელჰერც/აქტივი რკინა თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე უნიკალური ფორმულაა რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ

• სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დოპელჰერც/აქტივი რკინა არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს

• ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით

• არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის

დოპელჰერც/აქტივი რკინის საბავშვო წვეთები რკინის მარილების თხევადი ფორმაა მაღალი ბიოშეღწევადობით

ხსნარის 1 მლ შეიცავს 14 მგ ელემენტარულ რკინას:

7 მგ ელემენტარული რკინა მოცემულია - 70 მგ რკინა (II) გლუკონატით

7 მგ ელემენტარული რკინა - 36 მგ რკინა (II) ჰეპტაჰიდრატის სულფატის სახით

რკინის მარილები რეკომენდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მათი კარგი ბიოშეღწევადობის და არაალერგიულობის გამო.

ჩვენება:

· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია

· პოსტოპერაციული ანემია

· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

· ჭარბი მენსტრუაცია

· სისხლის დონორობა

გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:

• ორსულობა

• ინტენსიური ზრდის პერიოდი

• ვეგანები და ვეგეტარიანელები

• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი

• ხანდაზმული ასაკი

•ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

დოზირება:

ხსნარის 1 მლ შეიცავს 14 მგ ელემენტარულ რკინას.

  • 4 წლამდე: მხოლოდ ექიმის კონსულტაციით
  • 4-6 წელი: 0,5 მლ დღეში
  • 7-12 წელი: 0,75 მლ დღეში
  • 12 წლიდან: 1 მლ დღეში

საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზა.

შენიშვნა:

გერმანული კვების გაიდლაინის მიხედვით, ჯანმრთელ, არაანემიურ ბავშვებში, ნორმალური დიეტური რკინის მიწოდების უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია:

  • 4-12 წელი: 0,25 მლ დღეში (3,5 მგ Fe)
  • 12 წელზე უფროსი ასაკის: 0,5 მლ დღეში (7 მგ Fe)

არ მიიღოთ უზმოზე. არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოყენების რეკომენდაცია:

გაზომეთ სითხის სასურველი რაოდენობა პიპეტით, დაასხით კოვზზე და მიიღეთ. შეგიძლიათ გახსნათ ხილის წვენში. უსაფრთხოების და ჰიგიენურობის გამო არ ჩაიდოთ პიპეტი პირში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

30 მლ სითხე.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Iron Mini Drops - აირონ მინი დროპსი 50მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy