Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ანტისტრესი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,54 GEL რეგულარული ფასი 30,05 GEL
მარაგშია
SKU
44654_651

ჩვენება:აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის წინააღმდეგობას ყოველდღიური სტრესის მიმართ.

დოპელჰერცი აქტივი ანტისტრესი

აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის წინააღმდეგობას ყოველდღიური სტრესის მიმართ

სტრესი სხეულის რეაქციაა ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ადაპტაციას. ქრონიკული სტრესი მუდმივი განცდაა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

სტრესის სიმპტომებია:

  • მეხსიერების გაუარესება, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • ხასიათის ცვლილება
  • ხელისგულების ოფლიანობა
  • ძილის დარღვევა
  • შფოთვა
  • თავის ტკივილი
  • ენერგიის დაქვეითება

დოპელჰერც აქტივი ანტისტრესი:

  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს და ენერგეტიკულ ბალანსს
  • აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
  • ზრდის ორგანიზმის მდგრადობას შფოთვის, ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის მიმართ
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

დოპელჰერც/აქტივი ანტისტრესის ერთი ტაბლეტი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას B ჯგუფის ვიტამინებზე, გარდა ამისა, შეიცავს გინგკო ბილობას და მელისას ფოთლების ექსტრაქტს.

ვიტამინი B6, B12 და ფოლიუმის მჟავა არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, შესაბამისად დადებითად მოქმედებს ცერებროვასკულარულ სისტემაზე, მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნასა და ჰემოგლობინის სინთეზში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც მნიშვნელოვანია სტრესული სიტუაციების დროს.

ვიტამინები B1, B2, B6, B12, ნიკოტინმჟავა და ბიოტინი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ენერგეტიკულ ცვლას.

პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) აუცილებელია ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

გინგკო ბილობა ანტიოქსიდანტია, რომელიც არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორების მოდულაციას, გამოირჩევა ცერებროპროტექტორული მოქმედებით, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. კვლევების მიხედვით გინკგო ბილობას ექსტრაქტი რეკომენდებულია ტინიტუსის და კოხრეალური ნევრიტის დროს.

მელისა სასარგებლოა რელაქსაციისთვის, დაძინებისთვის და სტრესის მოსახსნელად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მსუბუქი დისკომფორტისას ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს.

ჩვენება:

  • სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
  • ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი
  • კლიმაქტერული სინდრომი
  • ანგიონევროზი, ვეგეტონევროზი

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი - 50 მგ, მელისას ფოთლების ექსტრაქტი - 40 მგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, პანტოთენის მჟავა - 6 მგ, ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ, ნიაცინი - 16 მგ, ბიოტინი - 50 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

დაღლილობის გამომწვევი მიზეზები შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy