Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი თმა+კანი+ფრჩხილი 30 ტაბლეტი
ჩვენება: ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილები.
დოპელჰერცი აქტივი თმა, კანი ფრჩხილი
ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილები!
ნამდვილი სილამაზე შიგნიდან მოდის! ბზინვარე, სქელი თმა, ჯანსაღი კანი, გლუვი და ძლიერი ფრჩხილები ჯანმრთელობის და ბუნებრივი სილამაზის ნიშანია, ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმის მომარაგება ნუტრიენტებით, რათა უჯრედები მუდმივად მზად იყვნენ განახლებისთვის. დოპელჰერცი აქტივი თმა, კანი, ფრჩხილი შეიცავს ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, რაც უშუალოდ მონაწილეობს თმა, კანი, ფრჩხილის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში.
ჰიალურონის მჟავა - ჯანსაღ კანს სჭირდება დატენიანება. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმის ბუნებრივი კომპონენტია, ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში. ჰიალურონის მჟავას შეუძლია ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის შებოჭვა და შესაბამისად ახდენს კანის დატენიანებას.
ბიოტინი - მნიშვნელოვანია ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების ნორმალური მეტაბოლიზმისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოტინი უზრუნველყოფს თმა, კანი, ფრჩხილის სიჯანსაღეს, აჩერებს თმის ცვენას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ამცირებს გამონაყარს. ბიოტინით მკურნალობა ეფექტურია ალოპეციის და დერმატიტების დროს. ის ასევე საჭიროა ცილოვანი კერატინის წარმოებისთვის. კერატინი არის თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის მთავარი კომპონენტი.
კოლაგენის პეპტიდები ზრდის კანის ელასტიურობას, ამცირებს წვრილი ნაოჭების სიღრმეს და აძლევს კანს ახალგაზრდულ იერს.
სპილენძი ანიჭებს თმას ფერს, რადგან მონაწილეობს პიგმენტ მელანინის წარმოებაში, იგი მნიშვნელოვანი კოფერმენტია ორგანიზმში კოლაგენის და კერატინის ფორმირებისთვის. სპილენძი ასევე მნიშვნელოვანია ელასტინის წარმოქმნისთვის, რაც ანიჭებს კანს ელასტიურობას და სიგლუვეს.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, მნიშვნელოვანია კოლაგენის ფორმირებაში. (გარდაქმნის პროკოლაგენს კოლაგენად). C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია თმის, ფრჩხილების და კანის მეტაბოლური პროცესების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუთია მინერალია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ყველა უჯრედის შენება, აღდგენა და დაცვაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების რეგენერაციაში. მისი დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და თეთრი ხაზები.
ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი A - 400 სე, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი B1 -1,1 მგ, ვიტამინი B2 - 1,4 მგ, ნიაცინი - 18 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი E - 12 მგ, ბიოტინი - 500 მგ, პანტეთონი - 9 მგ, თუთია - 5 მგ, სპილენძი - 0,3 მგ, კოენზიმ Q10 - 10 მგ, ჰიალურონი - 3 მგ, კოლაგენი - 30 მგ, სილიციუმი - 21 მგ, ფოლის მჟავა - 200 სე, სელენი - 50 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Pure - ფიური თმა კანი ფრჩხილი ულტრა 60 კაფსულა
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account