Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი საბავშვო თვალის ვიტამინები 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 29,84 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
მარაგშია
SKU
85062_651

ჩვენება: აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალში,ხსნის თვალის დაძაბულობას და დაღლილობას.

დოპელჰერცი აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები

ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას

· დოპელჰერც/აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები სპეციალურად შეიქმნა 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

· საღეჭი ტაბლეტები კენკრის უგემრიელესი არომატით შეიცავს ვიტამინებს, თუთიას, ლუთეინს და მოცვის ექსტრაქტს

ლუთეინი -იცავს თვალს თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, არ სინთეზირდება ორგანიზმში და საჭიროა მისი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით. მხედველობის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბადურის ცენტრალურ ნაწილთან, კერძოდ მაკულის (ყვითელი ლაქა) – დრუზებთან, რომელიც პასუხისმგებელია ენდოგენური, ანტიოქსიდანტური სისტემის (VGF) აქტივობაზე. ლუთეინი გროვდება მაკულაში, თრგუნავს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე, მონაწილეობს მხედველობის ნერვის მიელინის გარსის ფორმირებაში.

თუთია, როგორც ფერმენტების განუყოფელი ნაწილი ჩართულია მხედველობის პროცესში - A ვიტამინის ათვისებაში.

ბეტა-კაროტინი იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ეხმარება მას კაშკაშა და ფერადი ფერების აღქმაში.

მოცვის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური ეფექტი განპირობებულია თვალის ბადურას და ბროლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის შეწყვეტით, რაც აფერხებს დიაბეტური და ჰიპერტონული რეტინოპათიის განვითარებას, თრგუნავს კატარაქტის და გლაუკომის პათოლოგიური მექანიზმებდ, ხელს უწყობს ახლომხედველობის შემცირებას,

როდოპსინის რეგენერაციას, აუმჯობესებს მის მგრძნობელობას სხვადასხვა სიმძლავრის სინათლის გამოსხივების მიმართ და აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს დაბალი განათების დროს, აუმჯობესებს ბადურას ტროფიკას.

დოპელჰერც აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები:

  • იცავს თვალის ბადურას და ბროლს დაზიანებისგან
  • აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალში
  • ხსნის თვალის დაძაბულობას და დაღლილობას
  • აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას და ადაპტაციის უნარს
  • აუმჯობესებს მხედველობას, მხედველობა ხდება უფრო მკაფიო

ჩვენება:

  • ნაადრევი რეტინოპათია
  • პიგმენტური რეტინოპათია
  • სიელმე (სტრაბიზმი)
  • საცრემლე ჯირკვლის დაავადებები
  • რეფრაქციის დარღვევა (ჰიპერმეტროპია მიოპია, მიოპიური ასტიგმატიზმი და შერეული ასტიგმატიზმი, ამბლიოპია (ზარმაცი თვალი))
  • ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია (AMD) მშრალი და სველი ფორმა
  • ამბლიოპია, მიოპია, ლინზების მოხმარება
  • ბადურის იშემიურ-რეპერფუზიული დაზიანება
  • კონტაქტური ლინზების მტარებლობა
  • კომპიუტერის ეკრანთან 4 საათზე მეტი ხნით ყოფნა

შემადგენლობა:

ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ლუთეინი - 2 მგ, ვიტამინი E - 2.6 მგ, ბეტა-კაროტინი - 0,9 მგ, ვიტამინი B2 - 0,6 მგ, თუთია - 3,5 მგ, მოცვის ექტრაქტი - 30 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება4-7 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში, 8-დან 16 წლამდე 1 საღეჭი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:

№60 საღეჭი ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy