Detrivit Jelly - დეტრივიტი ჟელი 50 საღეჭი ჟელე

განსაკუთრებული ფასი 31,16 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
მარაგშია
SKU
83115_2182

ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და დეფიციტის შესავსებად ბავშვებსა და მოზრდილებში.

დეტრივიტი ჟელი

DETRIVIT JELLY

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ჟელი - 400 სე (10 მკგ) ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ჟელატინი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, მზესუმზირის ზეთი, კაროტინები, ქლოროფილების და ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსები, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი, ზამბახის ექსტრაქტი, ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატიზატორები, კარნაუბას ცვილი

არ შეიცავს გლუტენს, გმო-ს

რა არის დეტრივიტი და რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D3-ის შესახებ იხილეთ ბლოგი.

მოქმედების მექანიზმი

D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.  D3 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლებისა და კბილების კალციფიცირების პროცესში - უზრუნველყოფს ჯანმრთელი, მყარი ძვლებისა და კბილების ფორმირებასა და შენარჩუნებას.Aასევე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით

დეტრივიტი ჟელი რეკომენდებულია

·       D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და დეფიციტის შესავსებად ბავშვებსა და მოზრდილებში

·       კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად

·       სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად

·       ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფორმირება/ფუნქციონირებისთვის

·       მყარი და ჯანმრთელი კბილების ფორმირება/შენარჩუნებისთვის

·       იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

·       ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად

·       D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად

უკუჩვენებები

-    შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-    ჰიპერვიტამინოზი D

უსაფრთხოების ზომები

დეტრივიტი ჟელი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან, პერორალურად - 1-2 ჟელი დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე

გვერდითი მოვლენები

მითითებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50                                                                                       

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy