Vitalink - ვიტალინკი D3 ფორტე სპრეი 10მლ

განსაკუთრებული ფასი 25,86 GEL რეგულარული ფასი 37,05 GEL
მარაგშია
SKU
65314_2365

ჩვენებები:ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა, ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში,რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

 

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე

დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის სრულფასოვან განაწილებას და იცავს კანს მზის UV სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის, პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის

ჩვენება:
- ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
- ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
- რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
- მალაბსორბცია
- ლაქტაზის აუტანლობა
- პოსტმენოპაუზური პერიოდი
- ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება)
- ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება)

დოზირების მეთოდი:
1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში  
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე  
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით. თვითოეული შესხურება 10 მკგ (400 სე) D ვიტამინის ექვივალენტურია.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy