PanDevit - პანდევიტი 4000სე 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 31,71 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
მარაგშია
SKU
74042_2888

ჩვენებები: ვიტ. D-ს დეფიციტი,მოტეხილობები  და იმობილიზაციის პერიოდი,კბილების დემინერალიზაცია.

 

შემადგენლობა: ვიტამინი D3  4000 ს.ე.

პანდევიტი არეგულირებს სისხლში კალციუმის და ფოსფორის კონცენტრაციას. ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ ზრდასა და რეგენერაციას. დადებითად მოქმედებს ნერვ-კუნთოვან, კარდიოვასკულურ და იმუნურ ფუნქციებზე. D ვიტამინმა გამოამჟღავნა ძლიერი იმუნომოდულაციური უნარი. D ვიტამინის რეცეპტორები (VDR) უხვად არის განლაგებული მაკროფაგებში, დენდრიტულ უჯრედებში, T და B ლიმფოციტებში. ეს აღმოჩენა ამყარებს კონცეფციას D ვიტამინის ფუნდამენტურ როლზე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანი ფაქტორია აუტოიმუნური დაავადებებისა და ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების პრევენციის საკითხში, სიმსივნეების რისკის შემცირებაში.

ვიტ. D3–ქოლეკალციფეროლი  ღვიძლში გარდაიქმნება 25-ჰიდროქსივიტამინ D3- ად, თირკმელში აქტიურ  1.25 დიჰიდროქსი D3 ფორმად, რომლის სინთეზის რეგულაცია თავის მხრივ კონტროლდება პარათჰორმონით (PTH). თირკმელებში 1.25 დიჰიდროქსი D3-ის ნაწილი გარდაიქმნება ასევე აქტიურ ფორმად - კალციტრიოლად, რომელიც პასუხს აგებს კალციუმის დანიშნულებაზე  ორგანიზმში.

რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

• ვიტ. D-ს დეფიციტი.

• მინერალური ცვლის მოშლის ფონზე განვითარებული ოსტეომალაცია. ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი). ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია.

• მოტეხილობები  და იმობილიზაციის პერიოდი.

• კბილების დემინერალიზაცია.

• იმუნური რეაქციების რეგულირება - ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული პნევმონიების კომპლექსური თერაპია.

• ჰიპერტონიის კომპლექსური თერაპია.

• ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი), აუტოიმუნური დაავადებები.

• ფსორიაზის, ეგზემის კომპლექსური თერაპია. (აუცილებელია კანის ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად).

პროფილაქტიკის მიზნით:

•  ვიტ. D-ს დეფიციტი - შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეობა (წვრილი ნაწლავის ქრ.დ-ბი,კუჭის ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი).

• ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.

• ღვიძლის ბილიარული ციროზი.

• ონკოპათოლოგიები. (ამცირებს პროსტატის, ძუძუს, საკვერცხის,

მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზირების ალბათობას).

არ არის რეკომენდებული:

• ჰიპოკალცემია.

• ჰიპერვიტამინოზი D3.

• თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით.

• მომატებული მგრძნობელობა (თირეოტოქსიკოზის შემთხვევაშიც).შემთხვევაშიც).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy