D3 Vita Plus - D3-ვიტა პლიუსი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 48,41 GEL რეგულარული ფასი 56,94 GEL
მარაგშია
SKU
78775_948

D3 ვიტამინის პრეპარატი

D3 Vita +  - D3 ვიტამინი 2000 IU    პროლონგირებული გამოყოფის MR (modified releasing) ტაბლეტების სახით

D3  Vita +  პოლონური კომპანია ბიოფარმის მიერ გერმანულ კომპანია „ფიზიოლუშენ“-თან ერთად შექმნილ D ვიტამინის პროლონგირებული მოქმედების MR (modified releasing) ტაბლეტებია.  პროდუქტზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტაბლეტები ეფექტურადაა დაცული სიმულირებული ჰიდროლიზისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ D3 Vita +-ის ტაბლეტები დაცულია გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის როგორც მექანიკური, ისე  ქიმიური ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, აქტიური ნივთიერება თანდათანობით, საფეხურეობრივად გამოიყოფა ორგანიზმში  24 საათის განმავლობაში.
D3  Vita + -სგან განსხვავებით,  D ვიტამინის ჩვეულებრივი პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 50%-ი განიცდის დეგრადაციას. D3 Vita +  MR (modified releasing) ტაბლეტები კი უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერების  საფეხურებრივ  გამოყოფას და, შესაბამისად, მათი კონცენტრაციის გრადუალურ  მატებას.

ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:
• ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადეკვატური ბალანსის შენარჩუნებისათვის, დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას;
• ვიტამინი D ასევე მნიშნელოვანია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებსათვის (განსაკუთრებით გულის კუნთისთვის);
• ვიტამინი D  მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში, კერძოდ, სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ის მოქმედებს: პროლიფერაციაზე, აპოპტოზზე, დიფერენციაზე, ანთებაზე და ანგიოგენეზზე;
• ვიტამინი D უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და  ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფის პაციენტები:
• შენობაში მჯდომარე სამუშაო/ცხოვრების სტილი;
• ბუნებრივად მუქი ფერის კანი; 
• მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება ( მაგ. 30 SP ფაქტორიანი კრემი  95%-ით აფერხებს  D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში);
• კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა);
• 45 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი);
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ჭარბწონიანობა ( რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია  D ვიტამინის დეფიციტი);
• მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები);
• თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები;
• ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა);
• გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (მაგ.: ანტიკონვულსანტები, კლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები);
• სიმსივნური დაავადებები; 
• ქიმიოთერაპია;

მიღების წესი და დოზირება
D3  Vita +   ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე,  დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით( სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე)  40-60 სე /კგ წონაზე დღეში.
ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კლინიკურ პრაქტიკული გაიდლაინის მიხედვით, მოზრდილებში, მათ შორის ორსულებში და მეძუძურებში, ვიტამინი D3- ს მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეადგენს 10 000 სე  

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy