გაზაფხული ბევრისთვის ახალი სიცოცხლის, ბუნების გაღვიძებისა და მზიანი დღეების მოლოდინთან ასოცირდება. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთისთვის ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ პერიოდს წარმოადგენდეს — კერძოდ, მათთვის, ვინც ალერგიით იტანჯება. ქავილი, სურდო, თვალების სიწითლე, ცემინება და კანის გაღიზიანება — ეს სიმპტომები სწორედ გაზაფხულზე მწვავდება, როცა ჰაერში პოლენისა და სხვა ალერგენების კონცენტრაცია მატულობს.
სამედიცინო ენაზე რომ ავხსნათ, ალერგია, ეს არის იმუნური სისტემის გადაჭარბებული და არანორმალური რეაქცია ნივთიერებაზე, რომელიც ადამიანთა უმრავლესობაში მსგავს რეაქციას არ იწვევს. ამ ნივთიერებას ალერგენიეწოდება და შეიძლება იყოს მტვერი, ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი, წამალი ან სხვა გარე აგენტი.
გაზაფხულზე კი ალერგიული მდგომარეობა მეტად მწვავდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ ციკლთან — მცენარეების ყვავილობასთან. ამ პერიოდში ჰაერში მტვრის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება. მუხა, არყის ხე, თხილი და სხვა ხეები აქტიურად გამოყოფს
მაშინ, როცა საქმე პატარების კვებას ეხება, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თანაც დღეისათვის ბაზარზე უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათ შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. მაგალითად, ბოთლებზე თუ ვისაუბრებთ, მისი არჩევისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — დაწყებული მასალის ხარისხითა და უსაფრთხოებით, დასრულებული ანტიკოლიკური სისტემის არსებობით.
ბლოგში კი Lansinoh-ზე უნდა ვისაუბროთ — ბრენდზე, რომლის ისტორიაც 1984 წელს აშშ-ში დაიწყო. თავდაპირველად ბრენდი ლანოლინის მალამოთი იყო ცნობილი, რომელიც მეძუძურ დედებს გაღიზიანებული და მტკივანი კერტების მოვლაში ეხმარებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ლანსინოს მასშტაბები გაიზარდა და ხელოვნური კვების მიმართულებითაც განვითარდა — დაიწყო ბოთლებისა თუ სხვა პროდუქციის წარმოება.
Lansinoh-ის შუშისა და პლასტმასას ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება; შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ
დღეს, როდესაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, PSP ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და მათ კომფორტულ, ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს. საუბარია PSP ლოქერზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ონლაინ შოპინგის პროცესს — კერძოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, შეკვეთა სწრაფად, უკონტაქტოდ და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღონ.
რა არის PSP ლოქერი?
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ადგილობრივ ბაზარზე ეს არის პირველი ლოქერი ფარმაციის სფეროში. თანაც ლოქერები უშუალოდ საქართველოშია დამზადებული, სპეციალურად PSP-ს მომხმარებლებისთვის. აღნიშნული სერვისის მეშვეობით შეგიძლიათ, ონლაინ შეძენილი მედიკამენტი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი ყოველგვარი რიგის, მოლოდინისა თუ ფარმაცევტთან ან კურიერთან დამატებითი კონტაქტის გარეშე, PSP ლოქერიდან აიღოთ.
აიღეთ შეკვეთა 10 წამში — ლოქერის გამოყენების მარტივი პროცესი:
კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული.
ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს.
კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და
მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.
“ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.
წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.
ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.
ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?
ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ,
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account