Choledevit - ქოლედევიტი 5600სე 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 31,18 GEL რეგულარული ფასი 43,30 GEL
მარაგშია
SKU
81529_2048

ჩვენებები: აძლიერებეს ძვლებს, კბილებს, იმუნურ სისტემას.

ქოლედევიტი

ქოლეკალციფეროლი  5600სე

 

ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან  შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი  წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ ექიმს/ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი:

რას შეიცავს ქოლედევიტი
რისთვის გამოიყენება ქოლედევიტი
რა არის ქოლედევიტი
სანამ მიიღებთ ქოლედევიტს
ქოლედევიტის მიღების წესი
ქოლედევიტის შენახვის პირობები
 

რას შეიცავს ქოლედევიტი

აქტიური ნივთიერება                                      1 კაფსულაში
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)              140მკგ (5600სე)

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

რისთვის გამოიყენება ქოლედევიტი
ძლიერი, ჯანსაღი ძვლები და კბილები
ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძლიერი იმუნური სისტემა
ნერვული სისტემის მხარდაჭერა
მეტაბოლიზმი და წონის დაკლება
რა არის ქოლედევიტი
ვიტამინი D3 აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის,  ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის  აბსორბციას. ვიტამინი D3 არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ცნობილია როგორც „მზის ვიტამინი“,   იგი უზრუნველყოფს კალციუმის ეფექტურ შეწოვას,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ფუნქციონირებაში, უჯრედის გამრავლების პროცესში და აძლიერებს იმუნიტეტს.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს ნერვული სისტემის, ფილტვებისა და გულის ჯანსაღ ფუნქციონირებას და აძლიერებს ინფექციებისგან  დაცვის ფუნქციას.

სანამ მიიღებთ ქოლედევიტს
არ მიიღოთ ქოლედევიტი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის  შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ქოლედევიტის მიღების წესი
1 კაფსულა დღეში.

ქოლედევიტის შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ქოლედევიტი მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

წარმოებული და შეფუთულია:

შპს Fortex Nutraceuticals-ის მიერ

ბულგარეთი, 1362 სოფია, პროჰლადენ კატის ქ. #10

შპს ნიუ ფარმ გრუპის (საქართველო) სახელით

მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy