Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი Mg+B12+D3 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 23,12 GEL რეგულარული ფასი 28,64 GEL
მარაგშია
SKU
85045_651

ჩვენება: მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, კუნთების ტკივილი და სპაზმი.

დოპელჰერც აქტივი Mg+B12+D3

პირში ხსნადი გრანულები ლიმონის არომატით (უშაქრო ფორმა) მაგნიუმი B12 და D3 ვიტამინთან ერთად

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში. ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ამცირებს კრუნჩხვებს, სპაზმებს. ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ. მონაწილეობს მიოკარდიუმის შეკუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან, შესაბამისად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს. მაგნიუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ. მაგნიუმი ასევე მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს მის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს ჩალაგებას სისხლძარღვებში, უზრუნველყოფს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.

ვიტამინი B12 ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამცირებს დაღლილობის პროცესს. იგი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისთვის და ნერვული სისტემის სრულყოფილი ფუნქიონირებისთვის.

ვიტამინი D3- არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

• მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია

• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

• კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)

• პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

• არითმია, არტერიული ჰიპერტენზია

• შაქრიანი დიაბეტი

• შაკიკი, ასთენია

• ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა:

დღიური დოზაერთი მიკროპალეტი შეიცავს:Mg - 500 მგ (ნელი, დეპოგამოთავისუფლებით);ვიტამინი D3 - 400 სე (10 მკგ);ვიტამინი B12 - 20 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 მიკროპალეტი დღეში 12 წლის ასაკიდან.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№20 მიკროპალეტი, პირში ხსნადი გრანულები ლიმონის არომატით (უშაქრო ფორმა).

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მაგნეზია-2 ფაზა 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy