Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი პრეგნა ვიტლ 30 კაფსულა
ჩვენება: ვიტალ პრეგნა საუკეთესო საშუალებაა ქალებისთვის ჩასახვის მომენტიდან ძუძუთი კვების დასრულებამდე.
დოპელჰერცი აქტივი პრეგნავიტალი
იდეალური ფორმულა ჩასახვის, ორსულობის და ძუძუთი კვებისთვის
სპეციალური ხაზი ორსულთათვის!
დოპელჰერც აქტივი ვიტალ პრეგნა საუკეთესო საშუალებაა ქალებისთვის ჩასახვის მომენტიდან ძუძუთი კვების დასრულებამდე. გარკვეული ვიტამინების, მინერალების და საკვები ნივთიერებების მიღება ჩასახვამდე ორი თვით ადრე დადებითად აისახება მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული მილის, ნერვული სისტემის და ბადურის ნორმალურ ფორმირებას, აქვს ანტითრომბოზული მოქმედება და ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს.
ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს რკინის შეწოვის ხელშეწყობით.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლებში.
B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი - აუცილებელია ორგანიზმის ოპტიმალური ენერგეტიკული ბალანსისთვის, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემას.ვიტამინი B2 აუცილებელია უჯრედების, განსაკუთრებით ნერვული უჯრედების დასაცავად. ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედების ზრდასა და ფუნქციონირებაში, ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ბიოტინი აუმჯობესებს თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურას.
იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის, რომელიც აკონტროლებს ზრდას, ნივთიერებათა ცვლას და ნაყოფის ტვინის და ძვლების განვითარებას.
რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის და ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის. ორსულობის დროს რკინის საჭიროება ორმაგდება.
თუთიაასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას უჯრედების რეგენერაციასა და დაცვაში. C ვიტამინთან ერთად აძლიერებს იმუნურ სისტემას.
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავა - 176 მგ (DHA - 126), ბეტა-კაროტინი - 2 მგ, ვიტამინი E - 12 მგ, ვიტამინი D3 - 200 სე (5 მკგ), პანტოთენის მჟავა - 6 მგ, ვიტამინი B1 - 1.2 მგ, ვიტამინი B2 - 1.5 მგ, ვიტამინი B6 - 2 მგ, ფოლის მჟავა - 400 მკგ, ბიოტინი - 60 მკგ, ნიაცინი - 15 მგ, ვიტამინი B12 - 2 მკგ, რკინა - 14 მგ, მაგნიუმი - 60 მგ, თუთია - 5 მგ, სპილენძი - 1 მგ, იოდი - 150 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება ორსულობის მოსამზადებელ პერიოდში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 1 კაფს დღეში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მატერნა პლუსი 30 კაფსულა
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account