Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ინფანტი 10 საშეტი

განსაკუთრებული ფასი 22,15 GEL რეგულარული ფასი 44,30 GEL
მარაგშია
SKU
65178_2863

ჩვენება: ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

პილეჟი ლაქტიბიენ ინფანტი 10 საშეტი

ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება 

შემადგენლობა:

1 საშეტი შეიცავს: 4 მილიარდი 5 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101;  Lactobacillus helveticus LA102;  Lactococcus lactis LA103;  Streptococcus thermophilus LA104;  Lactobacillus rhamnosus LA801, ვიტამინი D3 -150 სე (3,75მკგ). 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

·  ლაქტიბიენ ინფანტის საშეტი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 4 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას და შენარჩუნებას. ვიტამინ D განაპირობებს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს

·  ხელს უშლის დუღილისა და ანთებითი პროცესების განვითარებას

·  უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას    

·  ამაღლებს იმუნიტეტს 

ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების  გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონის და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის,  ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. 

ჩვენება:

· ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა 

· მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში

· დაქვეითებული იმუნიტეტი

· ნაწლავური დისბაქტერიოზი

· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

დოზირება:

ბავშვებში 6 თვიდან 4 წლის ჩათვლით - მიიღება თითო საშეტი დღეში, კვებამდე 15 წუთით ადრე. საშეტი უნდა გაიხსნას 150-200 მლ წყალში.

გამოშვების ფორმა:

N10 საშეტი. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟი ლაქტიბიენ ინფანტი 30მლ წვეთები

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy