Sundespri - სანდესპრი D3 5000სე 60 ტაბლეტი
ჩვენებები: D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ვიტამინი D3 5000 სე
მოქმედი ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
5 000 სე (125 მკგ) ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი მძლავრი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. D ვიტამინის დეფიციტი ბევრად უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ვიტამინის დეფიციტი.
D ვიტამინი წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის მისაღებად კანის ხილული ზედაპირი უნდა მოიცავდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს. მზის პირდაპირი დასხივება კი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ.
ეპიდერმისი ბუნებრივად შეიცავს ქოლესტეროლს, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით გარდაიქმნება ქოლეკალციფეროლად - პროჰორმონ D ვიტამინად. იგი 200-ზე მეტი გენის ფუნქციას არეგულირებს და ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ადამიანის ორგანიზმისთვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშვნელოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3 -ია.
ვიტამინი D 3 კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორია, იგი აძლიერებს მათ შეწოვას ნაწლავებიდან. კალციუმის იონების კონცენტრაცია კი თავის მხრივ მოქმედებს ისეთ ბიოქიმიურ პროცესებზე, როგორიცაა ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნება, ნერვული იმპულსების გატარება და სისხლის შედედება.
ვიტამინი D 3 რაქიტის საწინააღმდეგო საშუალებაა. D ვიტამინის დეფიციტი არღვევს ძვლის მეტაბოლიზმს, რომელიც ბავშვებში ვლინდება რაქიტის, ხოლო ზრდასრულებში - ოსტეომალაციის სახით. ორივე დაავადება გამოწვეულია ძვლის დარღვეული მინერალიზაციით, კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, ვიტამინი D 3 ხელს უწყობს ბავშვებში ძვლოვანი ჩონჩხისა და კბილების ფორმირებას, ძვლების სტრუქტურების შენარჩუნებას, აუცილებელია ფარისებრახლო ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი D 3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
ფარმაკოკინეტიკა:
ორალურად მიღებისას, ვიტამინი D-ს შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში, ნაღვლის მჟავების მონაწილეობით. არასრული შეწოვა აღინიშნება ობსტრუქციული სიყვითლის და გამოხატული სტეატორეის შემთხვევაში. სისხლში მისი დიდი ნაწილი ალფა2-გლობულინებთან და ნაწილობრივ ალბუმინებთან შეკავშირებულ მდგომარეობაშია. გროვდება ძირითადად ღვიძლში, ძვლებში, ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, მიოკარდიუმში, ცხიმოვან ქსოვილში.
ქსოვილებში Cmax მიღწევის დრო შეადგენს 4-5 საათს, შემდეგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრაცია რამდენადმე ქვეითდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება მუდმივ დონეზე. მეტაბოლიზდება ღვიძლსა და თირკმელებში: ღვიძლში გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად- კალციფედიოლად (25-დიჰიდროქოლეკალციფეროლი), თირკმელებში კალციფედიოლიდან გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტებად კალციტრიოლად (1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფერილი) და არააქტიურ მეტაბოლიტად 24,25-დიჰიდროიქსიკოლეკალციდიფეროლად.
ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველთან ერთად, უმნიშვნელო რაოდენობა თირკმელებით.
ჩვენებები:
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ოსტეომალაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
ჰიპოკალცემიური ტეტანიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
მენოპაუზის პერიოდი
ხანდაზმული ასაკი
ათლეტები და სპორტსმენები
მალაბსორბცია
მიღების წესი და დოზირება:
ზრდასრულებში ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის მიმართ, D ჰიპერვიტამინოზი; სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება; თირკმლის უკმარისობა.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!
შენახვის პიროებები:
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა: #60 ტაბლეტი ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account