Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი

განსაკუთრებული ფასი 37,18 GEL რეგულარული ფასი 43,48 GEL
მარაგშია
SKU
65189_2863

ჩვენება: ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

პილეჟე ქრონობიენ იმედიატი  20მლ სპრეი

სწრაფი მოქმედების მელატონინი - ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს

ქრონობიენის სუბლინგვალური სპრეი გამოირჩევა მყისიერი მოქმედებით, არ გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მომენტალურად შეიწოვება პირის ღრუში, დანაკარგის გარეშე ხვდება სისხლის მიმოქცევის ნაკადში, რაც განაპირობებს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას. სპრეიში დამატებული კუნელის ექსტრაქტი რომელიც გამოირჩევა სედაციური, ანტიოქსიდანტური, კარდიოტონული მოქმედებით.

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს (ძილის ჰორმონი), რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. მელატონინი აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას. მელატონინი  აუმჯობესებს გუნება - განწყობას გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი განაპირობებს ნეიროპროტექტორულ დაცვას - იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან და აუმჯობესებს ნეიროპლასტიურ (ნერვული უჯრედების განახლების) პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ჩვენება:

• ძილის დარღვევები, უძილობა
• სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ვეგეტონევროზი
• საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

შემადგენლობა:

 1 შესხურება შეიცავს: მელატონინი - 0.5 მგ, კუნელის ექსტრაქტი - 4.9 მგ. 

დოზირება:

 1- 2 შესხურება ძილის წინ ან 1 შესხურება ღამით გაღვიძების შემთხვევაში.

გაფრთხილება: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, ეპილეფსიითა და ასთმით დაავადებულ პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური სპრეი 20 მლ. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy