Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინა 20 პაკეტი
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მომატებული მოთხოვნილება რკინაზე.
დოპელჰერცი აქტივი რკინა
რკინის და ვიტამინების იდეალური კომბინაცია პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის არომატით
დოპელჰერც აქტივი რკინა შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.
რატომ დოპელჰერც აქტივი რკინა?
• დოპელჰერც/აქტივი რკინა თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე (რკინის ფუმარატი, C და B ჯგუფის ვიტამინები) უნიკალური ფორმულაა რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ
• სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დოპელჰერც/აქტივი რკინა არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს
• რკინის ფუმარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით
• არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca)
• არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის
C და B ჯგუფის ვიტამინები რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას.
რკინის ფუმარატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში არსებული სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.
ჩვენება:
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
• ორსულობა
• ინტენსიური ზრდის პერიოდი
• ვეგანები და ვეგეტარიანელები
• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
• ხანდაზმული ასაკი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
• ონკოპაციენტები
შემადგენლობა:
დღიური დოზა1 მიკროპალეტი შეიცავს: რკინის ფუმარატი - 214 მგ (სადაც რკინა - 30 მგ); ფოლის მჟავა - 200 მკგ; ვიტამინი B6 -1,4 მგ; ვიტამინი B12 – 2,5 მკგ; ვიტამინი С - 80 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 მიკროპალეტი დღეში მოზრდილებში წყლის მიყოლების გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№20 მიკროპალეტი ტყის კენკრის არომატით
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი : რას ნიშნავს ანემია - ყველაფერი დაავადების შესახებ
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account