Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი D3+K2 30 ტაბლეტი
ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა,
დოპელჰერცი აქტივი D3+K2
D3 + K2 ინოვაციური ფორმულა შექმნილია ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისთვის
ვიტამინი D3- არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
ვიტამინი D3 დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში - ცუდი განწყობა და გაზრდილი შფოთვა დაკავშირებულია ამ ნივთიერების დეფიციტთან. ვიტამინი D3 აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებებით და გრიპით ინფიცირების ალბათობას.
ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. მისი მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია, რომ K2 ვიტამინი ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. K2 ვიტამინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ელასტიურობას, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.
ვიტამინი K2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.
ჩვენება:
• D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• K2 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ჰიპოკალცემიური ტეტანია
• იმუნიტეტის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციური დაავადებები
• ონკოპათოლოგია
• აუტოიმუნური დაავადებები
• მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით)
• ხანდაზმული ასაკი
შემადგენლობა:
დღიური დოზა ერთი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 - 1400 სე (35 მკგ); ვიტამინი K2 - 100 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში დაუღეჭავად.
რას უნდა მიექცეს ყურადღება?
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· თუ იყენებთ ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 მინი ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account