Simbavit - სიმბავიტი სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 25,36 GEL რეგულარული ფასი 35,40 GEL
მარაგშია
SKU
41417_1782

ჩვენება:ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი,არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება.

სიმბავიტი სიროფი

Simbavit Syrup

ინსტრუქცია

ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად კომბინაციაში

შემადგენლობა:

ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:

ვიტამინი A      (რეტინილპალმიტატი).......2333 ს/ე.

ვიტამინი B1    (თიამინი)......................................0.8 მგ.

ვიტამინი B2    (რიბოფლავინი).......................0,9 მგ.

ვიტამინი B3   (ნიაცინამიდი)...........................8,5 მგ.

ვიტამინი B5    (D-კალციუმისპანტოთენატი) ...3,5 მგ.

ვიტამინი B6    (პირიდოქსინისჰიდროქლორიდი) ...0,5 მგ.

ვიტამინი B7    (ბიოტინი).............................................15.0 მკგ.

ვიტამინი B9    (ფოლიუმისმჟავა) .......................300 მკგ.

ვიტამინი B12  (ციანკობალამინი)........................1,5 მკგ.

ვიტამინი D3    (ქოლეკალციფეროლი)..............400 ს/ე.

ვიტამინი E      (Dლ-ალფა-ტოკოფერილაცეტატი)... 8 ს/ე.

ვიტამინი K1    (ფიტონადიონი) ..........................20 მკგ. 

ვიტამინი C      (ასკორბინისმჟავა)......................59,7 მგ.

ბეტა გლუკანი .......10 მგ.

თუთია.............................5 მგ.

იოდი................................0.12 მგ.

მანგანუმი.....................1.5მგ.

სელენი...........................0.045 მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი ღH 40.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალ ეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკრო ელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე). 

ჩვენებები:

•ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი 

•არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება 

•მალაბსორბციის სინდრომი 

•მადის დაქვეითება, უმადობა 

•ნერვული ანორექსია 

•ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა 

•ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია 

•ჰიპო- და ავიტამინოზები 

•დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი 

•ქირურგიული ოპერაციისშემდგომი პერიოდი 

•ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი 

•იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.

დოზირება და მიღების წესი:

6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში; 

1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში; 

3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში; 

6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. 

სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა. 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური  მგრძნობელობა  რომელიმე  კომპონენტის  მიმართ.

შენახვის წესი: შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მინის ბოთლი #1 სამზომი ჭიქით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy