Pileje Immuchoc - პილეჟე იმუშოკი 15 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 38,40 GEL რეგულარული ფასი 44,91 GEL
მარაგშია
SKU
65193_2863

ჩვენება: გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

პილეჟე იმუშოკი იმუნიტეტი 15 ტაბლეტი

ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს -პორფირალი HSP - დაპატენტებული ფორმულა (ზღვის მცენარეების ექსტრაქტი Porphyra umbilicalis) - 333 მგ; ციმბირული ჟენშენი - 240 მგ; ევკალიპტის ექსტრაქტი - 150 მგ; C ვიტამინი - 26.6 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს. იმუშოკს შემადგენელი კომპონენტების წყალობით აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ზოგად მატონიზირებელი მოქმედება.

პორფირალი HSP  ფრანგული კომპანია პილეჟეს მიერ დაპატენტებული უნიკალური ფორმულაა - შეიცავს სითბური შოკის ცილებს (Heat Shock Proteins), რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ, ორგანიზმის დამცავ ცილებს და გამომუშავდება მხოლოდ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში - საუნა, ორთქლის აბაზანები .

პორფირალი HSP – დაპატენტებული უნიკალური ნივთიერება, მიღებულია წყალმცენარე Porphyra umbilicalis - ისგან. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე აქვს ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, უჯრედების სწრაფი აღდგენა-რეგენერაციის უნარი, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.

ციმბირული ჟენშენი მძლავრი ადაპტოგენია, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას, აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი და ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება, ანტიოქსიდანტური ეფექტი, ამცირებს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მატებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, ზრდის სისხლძარღვების ტონუსს, დადებითად მოქმედებს ამინომჟავების, ლიპიდებისა და ჰისტამინის ცვლაზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მოქმედებას.

ევკალიპტის ექსტრაქტი აადვილებს სუნთქვას, ამცირებს ლორწოს წარმოქმნას სასუნთქ გზებში, აფართოებს ბრონქებსა და ბრონქიოლებს, მძლავრი ანტიოქსიდანტია, შეიცავს კვერცეტინს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს გრიპისა და გაციების სიმპტომებს, შეიცავს ნაერთს ევკალიპტოლს, რომელიც ხსნის სურდოს, თავის ტკივილს, ხველას, აქვს შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტი, შეიცავს ცინეოლსა და ლიმონენს, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებას განაპირობებენ.

C ვიტამინი არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, ხსნის დაღლილობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჩვენება:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით

•  გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

•  სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება

•  ორგანიზმის საერთო გადაღლა

•  დაცვა სეზონური ინფექციებისგან

•  ხშირი ავადობა, დაქვეითებული იმუნური სისტემა

დოზირება:

1-3 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-15 დღე. არ არის რეკომენდებული: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში.

გამოშვების ფორმა:

N15 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy