Pileje Formag - პილეჟე ფორმაგი სტიკი 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 42,07 GEL რეგულარული ფასი 44,75 GEL
მარაგშია
SKU
65188_2863

ჩვენება: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

პილეჟე ფორმაგ სტიკი  20 პაკეტი

მაღალი ბიოშეღწევადობის მაგნიუმი 

ფორმაგი სტიკში მაგნიუმი წარმოდგენილია ახალი, უნიკალური, დაპატენტებული ფორმით  Hypro-ri®Mag - მკვდარი ზღვის ბუნებრივი მაგნიუმის ოქსიდისა და ბუნებრივი ამინომჟავას - ბრინჯის ცილის ჰიდროლიზატის კომბინაციით, რომელიც გამოირჩევა მაგნიუმის ყველაზე მაღალი შემცველობით (ორჯერ მაღალი ბიოშეღწევადობის უნარი ხელატურ ფორმებთან შედარებით: გლიცინატი, ბისგლიცინატი-) და ნაწლავებიდან მაღალი შეწოვისა და ათვისების უნარით. 

დამატებული აქვს შეუცვლელი ამინომჟავა ტაურინი, რომელიც განაპირობებს მაგნიუმის ხანგრძლივ შენარჩუნებას უჯრედებში და ხელს უშლის მის ადვილად გამოყოფას ორგანიზმიდან.

შეიცავს ვიტამინ B6-ს და D ვიტამინს, რომლებიც აძლიერებს მაგნიუმის აბსორბციას წვრილი ნაწლავიდან და მონაწილეობს იმუნურ და მრავალ მეტაბოლურ პროცესებში.

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, ის ჩართულია ორგანიზმის 600-ზე მეტ რეაქციაში, შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. 

მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად, ის ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, მაგნიუმის დეფიციტი იწვევს კრამპების განვითარებას. მაგნიუმი მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.

მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმის დეციციტი იწვევს სისხლძარღვების გლუვი კუნთის სპაზმს და ზრდის არტერიულ წნევას; 

მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ინსულინორეზისტენტობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირია მაგნიუმის დეფიციტი და მისი გაძლიერებული კარგვა ორგანიზმიდან; 

მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას, აუმჯობესებს მეხსიერებას და გუნება - განწყობას (კატექოლამინების,  ნეიროტრანსმიტერების - აცეტილქოლინის, დოფამინის, სეროტონინის სინთეზი); მაგნიუმს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და ამცირებს ანთების გამომწვევ მარკერებს სისხლში.

მაგნიუმი წარმოადგენს სტრეს დამოკიდებულ მინერალს. სტრესის დროს გაძლიერებულია როგორც მისი გამოყენება ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებში, ასევე, გაზრდილია ორგანიზმიდან მისი გამოყოფა თირკმელების საშუალებით. 

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

•ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
•ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
•ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
•კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
•პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი
•არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
•ნერვ-კუნთოვანი დარღვევები (მათ შორის, გუნება-განწყობის დარღვევები - აღგზნებადობა/დეპრესია)
•შაკიკი, დაძაბვის თავის ტკივილი
•ასთენია
•ორსულთა ტოქსიკოზი
•სპორტსმენები და ის პირები, ვინც აქტიურად ვარჯიშობს ფიზიკურად

შემადგენლობა:

1 ოროდისპერსული სტიკი შეიცავს: მაგნიუმი (Hypro-ri®mag - ზღვის მაგნიუმის ოქსიდი და ბრინჯის ცილების ჰიდროლიზატი) - 300 მგ; ვიტამინი B6 - 2მგ; ვიტამინი D3 - 5 მკგ (200 სე); ტაურინი - 90 მგ. 

დოზირება:

1 ოროდისპერსული სტიკი დღეში, მიიღება წყლის  გარეშე ან შესაძლებელია გაიხსნას 150-200 მლ წყალში ან ხილის წვენში.

გამოშვების ფორმა:

N20 ოროდისპერსული სტიკი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Formag - პილეჟე ფორმაგი MG დაღლილობა 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy