Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კოენზიმ Q10 30 კაფსულა
ჩვენება:გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი,თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მეხსიერების, ყურადღების და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება.
დოპელჰერცი აქტივი კოენზიმ Q10
ენერგიის მეტაბოლიზმისთვის!
დოპელჰერცი/აქტივი კოენზიმ Q10:
- უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით
- ხსნის დაღლილობის შეგრძნებას
- აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს
- ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას
- აძლიერებს იმუნიტეტს
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებების განვითარების რისკს
- ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას
- ანელებს დაბერების პროცესს
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
- დოპელჰერც/აქტივი კოენზიმ Q10 შეიცავს: კოენზიმ Q10-ს, კუნელის ნაყოფის ექსტრაქტს და B ჯგუფის ვიტამინებს
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენდოგენურ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში. სინთეზირდება ღვიძლში, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, განსაკუთრებით მიო და ოსტეოციტებში, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას და სისხლმომარაგებას, აქვს ანტიარითმიული და ჰიპოტენზიური მოქმედება. ამცირებს ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
კოენზიმ Q10 აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს თავის ტვინის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციას. კოენზიმ Q10 ზრდის აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, მიკროცირკულაციას, ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, უზრუნველყოფს მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
კოენზიმ Q10 აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ავლენს ანტისკლეროზულ მოქმედებას, ანელებს დაბერების პროცესებს, გააჩნია დეტოქსიკაციური მოქმედება.
კოენზიმ Q10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ და ამტანობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.
ორგანიზმის მიერ კოენზიმ Q10 - ის გამომუშავებას ამცირებს შემდეგი მდგომარეობები:
- სხვადასხვა ქრონიკული ინფექციები
- ხანგრძლივი ფიზიკური ან გონებრივი სტრესი
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი
- ხანდაზმული ასაკი
კუნელის განსაკუთრებული სარგებელი ემყარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კუნელის ექსტარქტს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზის და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.
ვიტამინი B1, B6 და B12 ამცირებს დაღლილობას სათანადო ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ხელშეწყობით და საკმარისი ენერგიის მიწოდებით ყველა კუნთისთვის, გულის კუნთის ჩათვლით.
ჩვენება:
• გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია, არითმია, ანტილიპიდური საშუალებების გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკა
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მეხსიერების, ყურადღების და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შაკიკი, პოლინეიროპათია, დემენცია, ინსულტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ალცჰაიმერის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ენცეფალოპათია
• შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
• ეგზემა, დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი
• კუნთების დისტროფია და მიოპათია
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• იმუნიტეტის დაქვეითება
• სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები
• ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
• ალერგიული დაავადებები
• აღდგენითი პერიოდი მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციის შემდეგ
• დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: კოენზიმი Q10 - 50 მგ, კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი - 50 მგ, ვიტამინი B1 - 0.55 მგ, ვიტამინი B6 - 0.7 მგ, ვიტამინი B12 - 1.25 მკგ.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში მოზრდილებში.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account