Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მაგნეზია-2 ფაზა 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,98 GEL რეგულარული ფასი 47,95 GEL
მარაგშია
SKU
71095_651

ჩვენება:ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია,ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა.

დოპელჰერც აქტივი მაგნიუმი 500 მგ

ნერვ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

2 ფაზიანი დეპო ტაბლეტები N30

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.

მაგნიუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ. მონაწილეობს მიოკარდიუმის შეკუმშვის პროცესში, იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან, შესაბამისად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს, ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.

მაგნიუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ. აგრეთვე მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.

დოპელჰერც/აქტივ მაგნიუმი 500 მგ 2-ფაზიანი დეპო ფორმა ემყარება სპეციალურად დამუშავებულ ტექნოლოგიას:

· ფაზა 1 - პირდაპირი ფაზა - მიკროელემენტის დაუყოვნებლივ გამოთავისუფლება

· ფაზა 2 - დეპო ფაზა - მიკროელემენტის თანდათანობით გამოთავისუფლება მთელი დღის განმავლობაში

მაგნიუმის დეფიციტის გამოწვევა შეუძლია:

  • მარილიან საკვებს
  • ჭარბ ყავას (კოფეინს), ალკოჰოლს
  • ჰიპერმჟავიანობას
  • მაგნიუმზე მოთხოვნას ზრდის ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, საფაღარათო, დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, შარდმდენები, კუჭის მჟავას ბლოკატორები (ტურბო ინჰიბიტორები)

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია:

• პარესთეზია ანუ მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც გამოიხატება დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის, მთელს სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით

• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

• გულის რითმის დარღვევა, გულისცემის აჩქარება, მკერდში ზეწოლა, არტერიული წნევის მატება, პალპიტაცია (არათანაბარი ან აჩქარებული გულისცემა)

• გულყრა

• გულმავიწყობა და კონცენტრაციის გაძნელება

• ფორიაქი, შფოთვა და მოუსვენრობა, ძილის დარღვევა

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
  • პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
  • არითმია, არტერიული ჰიპერტენზია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • შაკიკი, ასთენია
  • ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა:

დღიური დოზაერთი ტაბლეტი შეიცავს:მაგნიუმი (ოქსიდი) - 500 მგ (ორფაზიანი დეპო).

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№30 დეპო ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ: Orthomol - ორთომოლი მაგნიუმი პლიუსი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy