Vitreolife - ვიტრეოლაიფი 2გ 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 36,04 GEL რეგულარული ფასი 50,05 GEL
მარაგშია
SKU
64956_1592
ვიტრეოლაიფი არის ვიტამინებისა და ამინომჟავების შემცველი კვებითი დანამატი და მისი გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ნუტრიციული (კვებითი) დეფიციტისა და ორგანიზმის მიერ ზემოთ აღნიშნული ნივთიერებების გაძლიერებულ მოხმარებას. კერძოდ კი, პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რიბოფლავინი განაპირობებს მხედველობის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

ვიტრეოლაიფი (Vitreolife)

ვიტამინებისა და ამინომჟავების შემცველი კვებითი დანამატი

 

ვიტრეოლაიფი არის ვიტამინებისა და ამინომჟავების შემცველი კვებითი დანამატი და მისი გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ნუტრიციული (კვებითი) დეფიციტისა და ორგანიზმის მიერ ზემოთ აღნიშნული ნივთიერებების გაძლიერებულ მოხმარებას. კერძოდ კი, პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რიბოფლავინი განაპირობებს მხედველობის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

მინისებრი სხეულის სითხის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული კომპონენტების დაზიანების ყველაზე გავრცელებულსა და ხშირ მიზეზებს   წარმოადგენენ ხანდაზმული ასაკი, მაღალი ხარისხის მიოპია, თვალის ანატომიურ სტრუქტურებთან დაკავშირებული სხვა დაავადებები (მაგ., ბადურა გარსის დაავადებები, უვეიტი), ფოტო-სტრესი (ვიდეო-ტერმინალების, ასევე მზის შუქისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზენოქმედება), ნუტრიციული (კვებითი) დეფიციტი და ჰიდრატაციის დარღვევა. აღნიშნული დაზიანებების ფონზე მინისებრი სხეულის სითხეში ადგილი აქვს მუქი ფერის ხილვადი ფილამენტების წარმოქმნას, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც „ძაფები“ ან „მოძრავი სხეულები“ და ამ მოვლენას ეწოდება მიოდესოპსია.

პაკეტებში დაფასოებული და მისაღებად მოხერხებული სახით წარმოდგენილი ვიტრეოლაიფი ერთობლივად უზრუნველყოფს წყლისა და იმ სპეციფიური კვებითი დანამატების კომბინირებულსა და ადექვატურ მიღებას, რომლებიც განაპირობებენ მინისებრი სხეულის სითხის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას და მის მომდევნო შენარჩუნებას.

შესაძლებელია, რომ ვიტრეოლაიფი გახსნილი იქნეს  500 მლ მოცულობის მქონე წყლის ბოთლში და იგი მიღებული იქნეს დღის განმავლობაში.

ვიტამინები

B ჯგუფის ვიტამინები (ვიტამინი B2,  ვიტამინი B6, ვიტამინი B1 და ვიტამინი B12) წარმოადგენენ ყველა სახის ნუტრიციული და მეტაბოლური რეაქციისათვის (მათ შორის მინისებრი სხეულის სითხის ფორმირებისათვის) აუცილებელ ნივთიერებებს.

ამინომჟავები

ამინომჟავები (ლიზინი, არგინინი, კარნიტინი) წარმოადგენენ კოლაგენის ადექვატური ფორმირებისათვის აუცილებელ ნივთიერებებს და ისინი აუცილებელია მინისებრი სხეულის სტრუქტურული ერთიანობის უზრუნველყოფისათვის.

მინისებრი სხეული, რომელსაც ფაქტობრივად უკავია თვალის კაკლის მთლიანი მოცულობის ძირითადი ნაწილი, წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერულ და სისხლძარღვებისა და ნერვებისაგან თავისუფალ სტრუქტურას. იგი განთავსებულია მინისებრ საკანში, რომელიც ანატომიურად წარმოადგენს თვალის ბროლის უკანა ზედაპირსა და ბადურა გარსს შორის არსებულ სივრცეს. მინისებრი სხეულის გელის სტრუქტურის 99% წარმოდგენილია წყლის სახით. გელის სტრუქტურის დანარჩენი ნაწილი მოიცავს კოლაგენს, ამინომჟავებსა და მინერალებს. მინისებრი სხეულის სითხეს გააჩნია სხვადასხვა ფუნქციები:

  • ოპტიკური: იგი უზრუნველყოფს სინათლის სხივის ხარისხიან გატარებასა და გადაცემას ბადურა გარსისათვის;
  • მექანიკური: იგი წარმოადგენს თვალის კაკლის კედლების მექანიკურ საყრდენს;
  • ტროფიკული: იგი ხელს უწყობს ბადურა გარსის ქსოვილის კვებას.

კვებითი დანამატების შემცველობის მაჩვენებლები

კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებები

თითოეულ დოზაში (1 პაკეტში) არსებული შემცველობა

% NVRs *

B2 ვიტამინი

0.70 მგ

50%

B6 ვიტამინი

0.70 მგ

50%

B1 ვიტამინი

0.55 მგ

50%

B12 ვიტამინი

1.25 მკგ

50%

L-ლიზინი

120 მგ

-

L-არგინინი

80 მგ

-

L-კარნიტინი

70 მგ

-

NVRs * = კვებითი დანამატების შემცველობის ეტალონური მაჩვენებლები

ინგრედიენტები: გაუწყლოებული სამფუძიანი კალიუმის ციტრატი; მჟავობის მიმცემი აგენტი; ლიმონმჟავა; დამატკბობლები: სორბიტოლი, K აცესულფამი, სუკრალოზა; გაუწყლოებული სამფუძიანი მაგნიუმის ციტრატი; არომატიზატორი; L-ლიზინის ჰიდროქლორიდი; N-აცეტილ-L-კარნიტინის ჰიდროქლორიდი; L-არგინინი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი; ვიტამინი B6 (პირიდოქსინი); ვიტამინი B2 (რიბოფლავინი); ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი); ვიტამინი B12 (ციანკობალამინი).

არ შეიცავს შაქარს

არ შეიცავს გლუტენს

არ შეიცავს საკვები პროდუქტისათვის შეფერილობის მიმცემ ნივთიერებას

არ შეიცავს დოპინგის ეფექტის მქონე რომელიმე ნივთიერებას

დამატკბობლების შემცველი კვებითი დანამატი

წონა (ნეტო): 40 გ - დაფასოებაში არის 20 პაკეტი; თითოეული მათგანის წონა - 2 გ.

შენახვა: მშრალ და გრილ ადგილას.

გამოყენების წესი

რეკომენდებული დოზირება არის 1 პაკეტის მიღება დღეში ერთხელ.

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 500 მლ მოცულობის მქონე წყლის შემცველ ბოთლში.

გახსნიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ხსნარი შეიცვლის ფერს.

ბოთლის ფსკერზე წარმოქმნილი პროდუქტის დანალექი მიჩნეული არ უნდა იქნეს იმის ჩვენებად ან მტკიცებულებად, რომ პროდუქტმა განიცადა რაიმე სახის ცვლილება.

სიფრთხილის ზომები

არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.

პროდუქტი შენახული უნდა იქნეს 3 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

კვებითი დანამატები არ უნდა იქნენ მიჩნეულნი სხვადასხვა სახის დიეტის, ბალანსირებული კვების, ანდა ცხოვრების ჯანმრთელი წესის შემცვლელებად.

ექიმის რჩევის გარეშე არ უნდა მოხდეს პროდუქტის გამოყენება ორსულობის დროს, ბავშვების სამკურნალოდ, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რომელიმე სხვა მიზეზის გამო).

პროდუქტის გადაჭარბებული ოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქსატიური (საფაღარათო) მოქმედების ეფექტი.

შენახვა უნდა მოხდეს მშრალ და გრილ ადგილას.

 

წარმოებულია საწარმოში, რომელიც განთავსებულია via Merli 1, 20095 – Cusano Milanino (MI), იტალია

FARMIGEA S.p.A., Via G.B. Oliva 6/8, 56121 PISA, იტალია, ავტორიზაციის მფლობელი

ვარგისიანობის ვადა: დატანილია შეფუთვის ყუთზე.

აქვს ლიმნის გემო.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy