Amvilab - ამვილაბი ელექტროლიტები 30 კაფსულა
ჩვენება: წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა,ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია.
ამვილაბი / ელექტროლიტები
· აღადგენს ელექტროლიტების ბალანსს ორგანიზმში
· არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას
· სწრაფად ავსებს სითხის და მარილების დანაკლისს დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისას
· აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუნთოვანი სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
· აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს და ორგანიზმის საერთო ტონუსს
მაგნიუმი - წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად, ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.
კალციუმი - არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტს.
ვიტამინი D3 - აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ქლორი - აუცილებელია სხეულში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად.
კალიუმი - მონაწილეობს ნერვული ინპულსების გატარების პროცესში, არეგულირეს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, ცილის სინთეზს, ამინომჟავათა ტრანპორტს, აუმჯობესებს კუნთების შეკუმშვას მათი დისტროფიის და მიასთენიის დროს, მნიშვნელოვანია გულის მუშაობის რეგულაციისთვის, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის და კუნთების სწორ მუშაობას.
ნატრიუმი - ყველაზე მეტადაა საჭირო ორგანიზმში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად, მის შემცველობაზეა დამოკიდებული ნერვული ფუნქციების რეგულირება და კუნთების შეკუმშვა.
ფოსფატები - შედის იმ მოლეკულების შემადგენლობაში, რომლებსაც ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა აკისრია (ატფ - ადენოზინტრიფოსფატი და ადფ- ადენოზინდიფოსფატი), უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, არეგულირებს გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ჩვენება:
· წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა
· აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს
· ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია
· წყალ-მარილოვანი ბალანსის დაღღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები
· დიარეა, გულისრევა, ღებინება
· კვებითი ინტოქსიკაციები
· მწვავე ნაწლავური ინფექციები
· აკოჰოლური ინტოქსიკაცია
· მიკროელემენტების დეფიციტი ორგანიზმში
· ალერგიული დაავადებები
· დერმატიტები
· ჰეპატიტები
· ნერვ-კუნთოვანი დარღვევები
· კუნთების ტკივილი და სპაზმი
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· შრომისუნარიანობის დაქვეითება, ასთენიური სინდრომი
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები
შემადგენლობა:
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ, კალციუმი (კალციუმის კარბონატი) - 25 მგ, ფოსფორი (ნატრიუმის ფოსფატიდან) - 37 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - 50 მგ, ქლორიდი (ნატრიუმის/კალიუმის ქლორიდიდან) - 271 მგ, ნატრიუმი (ნატრიუმის ქლორიდი/ფოსფატიდან) - 202 მგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) - 99 მგ, ბორი (ბორის ამინოატი) - 500 მკგ, ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) - 5მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
დოზირება:
1 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მიიღეთ 1 კაფსულა. გამოიყენება ერთი წლის ასაკიდან.
გამოშვების ფორმა: N30 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
ამვილაბის ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ : Amvilab - ამვილაბი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account