Vitamin B12 - ვიტამინი B12 ლაიფი სპრეი 30მლ

62,33 GEL
მარაგშია
SKU
87741_3436

ჩვენება:დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა,ინსულტის შემდგომი მდგომარეობა,ფიზიკური გამოფიტვა.

ლიპოსომური ვიტამინი B 12-ლაიფი

შემადგენლობა: მეთილკობალამინი 1000 მკგ ( 4 შესხურება)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერითროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმობლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზაციას. მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. გააჩნია   ნოოტროპული მოქმედება, ხელს   უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას,ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

ფარმაკოკინეტიკა: სისხლში ციანოკობალამინი უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.

ჩვენება: 

ჰემატოლოგია:  პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია.

ნევროლოგია:  დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი. გაფანტული სკლეროზი, პერიფერიული ნევრიტები, ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები. სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება. ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას. 

ენდოკრინოლოგია: ჰიპოტროფია(ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), დაღლილობა, დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია. 

ოფთალმოლოგია: გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება და მხედველობის  გაუმჯობესება, მხედველობის ნერვის ატროფია. 

კარდიოლოგია: კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. 

გასტრო-ენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი. 

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი. 

ანდროლოგია: ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ

მიღების წესი და დოზირება: 4 შესხმა, ენის ქვეშ, დღეში ერთხელ.

გამოშვების ფორმა: ორალური სპრეი, 30 მლ ფლაკონი, 240 დოზა. მარწყვისა და ვანილის არომატით

არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს ალკოჰოლს

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy