Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი

განსაკუთრებული ფასი 24,75 GEL რეგულარული ფასი 49,50 GEL
მარაგშია
SKU
65184_2863

ჩვენება: მწვავე გასტროენტერიტით ან ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი

მწვავე გასტროენტერიტით ან ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა

შემადგენლობა:

1 საშეტი შეიცავს 10 მილიარდ რძემჟავა ფერმენტს - Lactobacillus rhamnosus GG LA801.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

ბეიბიბიენ აიმედია წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის10 მილიარდი Lactobacillus rhamnosus GG LA801 შტამი, ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას, რეკომენდებულია ევროპის პედიატრ - გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების (ESPGHAN) მიერ ბავშვებში მწვავე გასტროენტერიტის და ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის სამკურნალოდ

ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, არეგულირებენ PH გარემოს, ელექტროლიტურ ბალანსს, აფერხებენ ტოქსინების, ალერგენების და პათოგენების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებების და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას

ჩვენება:

0 – 4 წლის ასაკის ბავშვებში:

·  მწვავე ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტით გამოწვეული დიარეა 

·  ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა

·  ნაწლავური დისბიოზი

დოზირება:

ბავშვებში 0-დან 4 წლის ჩათვლით - მიიღება თითო საშეტი დღეში კვების წინ, 7 დღის განმავლობაში. საშეტი იხსნება 150 -200 მლ წყალში, რძეში ან ბავშვის საკვებში.

გამოშვების ფორმა:

N7 საშეტი

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა7
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy