Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 ს.ე. 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 17,19 GEL რეგულარული ფასი 34,38 GEL
მარაგშია
SKU
89531_651

ჩვენება:  D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოპელჰერც აქტივი ვიტამინი D2000 სე

ვიტამინი D2000 სე (50 მკგ)

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, დანარჩენი (20%) საკვებზე მოდის.

ვიტამინი D- არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

ვიტამინი D დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში - ცუდი განწყობა და გაზრდილი შფოთვა დაკავშირებულია ამ ნივთიერების დეფიციტთან. აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებებით და გრიპით ინფიცირების ალბათობას.

D ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების განვითარების რისკი.

D ჯგუფის ბიოაქტიურ ნივთიერებებს შეუძლია დაიცვას ადამიანი ონკოლოგიური დაავადებებისგან. მაგალითად, ორგანიზმში D ვიტამინის მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს პროსტატის კიბოს პროგრესირებას. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ამ ნივთიერების დეფიციტი ზრდის მეტასტაზების გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის საკვერცხის და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომ აუცილებელია მისი დამატებით მიღება.

ჩვენება:

• D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

• ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

• ჰიპოკალცემიური ტეტანია

• იმუნიტეტის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციური დაავადებები

• ონკოპათოლოგია

• აუტოიმუნური დაავადებები

• მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით)

• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია

• დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევებთან (მაგალითად, სიმსუქნე, დიაბეტი)

• ხანდაზმული ასაკი

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D 2000 სე (50 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები:

სოიოს ზეთი, ჟელატინი (ცხოველური), გლიცერინი.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№50 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ვიტD1000ს.ე.ტ 45 ცალი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy