Bi-Combi - ბი-კომბი 15 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 32,03 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
მარაგშია
SKU
86118_2190

ჩვენება:ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაზიანებების დროს,ორსულთა ტოქსიკოზების დროს.

ბი-კომბი

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი)50 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)15 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)25 მგ

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა)100 მკგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)250მკგ

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი B1 (თიამინის ქლორიდი) - ორგანიზმში ფოსფოლირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება   კოკარბოქსილაზად. იგი აქტიურად  მონაწილეობს  სინაფსებში  ნერვული  აგზნების გატარების  პროცესში,  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს  გულის  მუშაობის,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებაში.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის  სინთეზში,  ხელს  უწყობს  ქსოვილების  რეგენერაციის  პროცესებს,  უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.  ფოსფორილირებული ფორმით იგი წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების  მეტაბოლიზმში, მონაწილეობს  ნეირომედიატორების ბიოსინთეზში.

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) - აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ  შრომისუნარიანობას.  ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას  კუჭში.  ორსული ქალის ორგანიზმში მისი დაბალი  შემცველობის შემთხვევაში, გამორიცხულიარ  არის  მუცლის  მოშლის,  დღენაკლული   ბავშვის  გაჩენის და სხვა ანომალიის შესაძლებლობა.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - მონაწილეობს მიელინის  გარსის  ფორმირების  პროცესში, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს  უწყობს  თავის  ტვინის  უჯრედების  დეგრადაციის  აცილებას;  აუმჯობესებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე, ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისგან გამოწვეულ ტკივილს.

გამოყენება და ჩვენებები

გამოიყენება როგორც მონო, ისე კომპლექსური მკურნალობისას:

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაზიანებების დროს;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისას;
სახსრების, კანის კომპლექსური მკურნალობისას;
გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების კორექციის მიზნით;
ორსულთა ტოქსიკოზების დროს;
კომპლექსურ მკურნალობაში თვალის შემდეგი დაავადებებისას: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

გასათვალისწინებელია, რომ ბი-კომბის  მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

მიღების წესი და დოზირება

ბი-კომბი შიგნით მიიღება ექიმის რეკომენდაციით, ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე- ღამეში. 

ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება 1/2  ტაბლეტი; 

5 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 1- 2 ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.

გამოშვების ფორმა:    N15 ტაბლეტი

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  III ჯგუფი, გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy