Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი რელაქს და ძილი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,29 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
მარაგშია
SKU
87465_651

ჩვენება:გაძნელებული ჩაძინება,ღამით ხშირი გაღვიძება,სტრესული მდგომარეობები.

დოპელჰერცი სისტემი რელაქსი და ძილი

მშვიდი და ღრმა ძილისთვის!

ძილის ხარისხის გაუმჯობესება და ძილის ლატენტური დროის შემცირება უმნიშვნელოვანესია შინაგანი სიმშვიდის მისაღწევად.

ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენას, უძილობა აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის და სწრაფად აზროვნების უნარს, რაც აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე. ძილის დროს ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გაღრმავებას და დამახსოვრებას, ძილის ქრონიკული უკმარისობა ზრდის ისეთი დაავადებების ალბათობას, როგორიცაა: არითმია, ჰიპერტონია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე.

მელატონინი ეპიფიზის მთავარი ჰორმონია, არეგულირებს ცირკადულ რითმს, ახდენს ფიზიოლოგიური ძილის ნორმალიზებას, შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა მიმართული უჯრედის დნმ-ის დაცვაზე.

მელისა აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც დადებითად აისახება ცნს-ზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.

სვია ამცირებს შფოთვას, მოუსვენრობას, გაღიზიანებას, აუმჯობესებს ძილს.

მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. ცნობილია აგრეთვე მისი დამამშვიდებელი თვისებებით, ის დადებით გავლენას ახდენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენება:

  • გაძნელებული ჩაძინება
  • ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა
  • საათობრივი სარტყლის ცვლილებები - ადაპტაციის მიზნით
  • სტრესული მდგომარეობები
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: მელატონინი - 1 მგ, მაგნეზია - 56,3 მგ, სვიის ექსტრაქტი - 120 მგ, მელისას ფოთლების ექსტრაქტი - 100 მგ, ლავანდას ყვავილების ექსტრატი - 30 მგ, ვიტამინი B6 - 0,4 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

1 ტაბლეტი დღეში საღამოს, არ დაღეჭოთ.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Nodus Night - ნოდუს ნაით 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy