Doppelherz Calciovin - დოპელჰერც კალციოვინი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 31,53 GEL რეგულარული ფასი 39,05 GEL
მარაგშია
SKU
69218_651

ჩვენება: კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი,ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.

დოპელჰერცი აქტივი კალციოვინი სიროფი 200 მლ

სიროფი მთელი ოჯახისთვის

დოპელჰერც/აქტივი კალციოვინი ადვილად მისაღები, ფორთოხლის გემოს მქონე თხევადი კალციუმის ფორმულაა, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ხანდაზმულებისთვის ჯანსაღი ძვლების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის.

ორგანიზმში კალციუმის თითქმის 99% განლაგებულია ძვლებში, კბილებში და უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია. კალციუმი ვიტამინ D3-თან ერთად უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ნებისმიერ ასაკში.

კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, ვიტამინი D3 და ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებაში.

კალციუმისადექვატური მიღება აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისთვის და ზრდასრულ ასაკში ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის.

კალციუმი პასუხისმგებელია ძვლის მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.

ვიტამინი D3ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების და ვირუსების მიმართ. კალციუმი და D3 ვიტამინი ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

D3 ვიტამინით ორგანიზმის შევსება ხორციელდება მხოლოდ მზის სხივების აქტიური ზემოქმედების შედეგად, საკვებში მისი შემცველობა მინიმალურია. ამ მონაცემების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მიიღონ D3 ვიტამინი კვებითი დანამატის სახით.

ვიტამინი D3-ის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას.

მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. ის მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის საჭირო რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი ნაკლებობა იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

თუთია მნიშვნელოვანია უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია და მაგნიუმი ოსტეოციტების რეგენერაციისთვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.

ვიტამინი C ძირითად როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, კბილების, ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის და ზრდის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს.

დოპელჰერც/აქტივი კალციოვინი შექმნილია მთელი ოჯახისთვის, უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლების და კბილების შენარჩუნებას. თხევადი ფორმის წყალობით ადვილია მისი დოზირება.

ჩვენება:

  • კალციუმის და/ან D ვიტამინის დეფიციტი
  • ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმსა და D ვიტამინზე
  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ძვლის მოტეხილობები
  • კრუნჩხვითი სინდრომი
  • კანის დაავადებები
  • კარიესის პროფილაქტიკა

შემადგენლობა:

სიროფის 5 მლ შეიცავს: კალციუმი - 150 მგ, მაგნიუმი - 50 მგ, ვიტამინი C - 40 მგ, თუთია - 2,5 მგ, მანგანუმი - 25 მკგ, ვიტამინი D3 - 2,5 (100 სე) მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

  • 0-3 წელი ექიმის რეკომენდაციით
  • 3-6 წელი - 5 მლ 2 - ჯერ დღეში
  • 6-12 წელი - 5 მლ 3 - ჯერ დღეში
  • 12-18 წელი - 10 მლ 2 - ჯერ დღეში
  • მოზრდილები - 10 მლ 2-3 ჯერ დღეში,
  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში - 10 მლ 2- ჯერ დღეში

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

სიროფი 200 მლ ფორთოხლის გემოთი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Calciovin - დოპელჰერც კალციოვინი 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy