გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ჩვენება: მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში,დემენცია.
ამვილაბი/გინკგო ბილობა 120 მგ
მცენარეული საშუალება მეხსიერების, კონცენტრაციის, მენტალური, კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.
გინკგო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენ ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას, ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით და გლუკოზით მომარაგება. მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებს და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკგო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას. გინკგო ბილობა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან, მას გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი, რაც გულისხმობს მის ძლიერ დამცავ ეფექტს ნერვულ უჯრედებზე.
ჩვენება:
•სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები: ყურადღების, კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების და ძილის დარღვევა, შფოთვის და შიშის შეგრძნებების გამძაფრება
•დემენცია (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც)
•მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში
•პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები
•შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს.
•რეინოს სინდრომი.
•ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია)
•ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია.
•დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
შემადგენლობა:
გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი - 120 მგ (გინკგოს ფლავონური გლიკოზიდები 24%, ტერპენ ლაქტონები 6%).
დოზირება:
1 ტაბლეტი 1- ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, მაო-ინჰიბიტორებს, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უკუჩვენება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირები.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
ამვილაბის ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ : Amvilab - ამვილაბი
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account