Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ინფანტი 30მლ წვეთები
ჩვენება: ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება.
პილეჟე ლაქტიბიენ ინფანტი 30მლ წვეთები
ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება
შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს: 2 მილიარდი 5 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101; Lactobacillus helveticus LA102; Lactococcus lactis LA103; Streptococcus thermophilus LA104; Lactobacillus rhamnosus LA801, ვიტამინი D3 - 40 სე (1მკგ), ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული ორგანული რაფსის ზეთი - 1 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
· ლაქტიბიენ ინფანტის წვეთები წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 2 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას და შენარჩუნებას. ვიტამინი D განაპირობებს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს, ცივი დაწურვის ორგანული რაფსის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, ომეგა 3-6 ცხიმოვანი მჟავებით, K და პრო A ვიტამინებით
· ხელს უშლის დუღილისა და ანთებითი პროცესების განვითარებას
· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას
· ამაღლებს იმუნიტეტს
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონის და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.
ჩვენება:
· ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· დაქვეითებული იმუნიტეტი
დოზირება:
ბავშვებში 0-დან 6 თვის ჩათვლით - 1 მლ დღეში კვების წინ.
გამოშვების ფორმა:
30 მლ ფლაკონი ზეთოვანი ხსნარით, ფხვნილი (პრობიოტიკული შტამები) პაკეტში.
მომზადების წესი:
პაკეტის შიგთავსი (პრობიოტიკული შტამები) იხსნება 30 მლ ზეთოვანი ხსნარის შემცველ ბოთლში, დაამაგრეთ პიპეტიანი დოზატორი, მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე. ხსნარი სტაბილურია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ინფანტი 10 საშეტი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account