ალბათ, ბევრს გსმენიათ ასკარიდაზე, მაგრამ რამდენად კარგად იცით, რა საფრთხეს წარმოადგენს ეს პარაზიტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის? დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ამ საინტერესო, თუმცა საშიშ არსებას.
რა არის ასკარიდა
ასკარიდა მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ოჯახს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პარაზიტს მსოფლიოში. ის ბინადრობს ადამიანისა და ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველის ნაწლავებში. ასკარიდას ორი ძირითადი სახეობა არსებობს: Ascaris lumbricoides, რომელიც ადამიანებს აინფიცირებს, და Ascaris suum, რომელიც ძირითადად ღორებში გვხვდება.
ეს პარაზიტი საკმაოდ შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა. დედალი ასკარიდას სიგრძე 25-დან 40 სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო მამრის - 15-დან 25 სანტიმეტრამდე. მათი სხეული თითისტარისებრი ფორმისაა, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად იმოძრაონ ნაწლავებში.
პრობიოტიკო ესპანეთში, კაფსულების ფორმით იწარმოება. ის ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებს, ლაქტობაქტერიებს შეიცავს. გარდა „კეთილი“ ბაქტერიებისა, პრობიოტიკოში ასევე შედის ალოე ვერა (75 მგ), ვიტამინი C (40 მგ) და მაგნიუმი (25 მგ).
ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს ეს ვირუსი, უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში CMV შეიძლება სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს.
რა არის ციტომეგალოვირუსი
ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს. ის ადამიანის ორგანიზმში ერთხელ მოხვედრის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება, მაგრამ უმეტესად არააქტიურ მდგომარეობაშია. CMV შეიძლება პერიოდულად გააქტიურდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია.
რა სიმპტომები ახასიათებს ამ ტიპის ჰერპესვირუსს
ციტომეგალოვირუსის (CMV) სიმპტომები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებში. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების უმრავლესობაში CMV ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც კი
ესლოტინი H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც შემოგარსული ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით თურქეთში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება დეზლორატადინს შეიცავს.
ესლოტინის ტაბლეტში 5 მგ დეზლორატადინი, ასევე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი შედის. ესლოტინის სიროფი 2,5 მგდეზლორატადინს
სხეულიდან თმის მოსაცილებლად ყველა იმ მეთოდს ირჩევს, რომელიც მისთვის ესთეტიკურად და ფინანსურად ყველაზე მისაღები და ხელსაყრელია.
ეს არჩევანი არცთუ ისე დიდია მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, რადგან დიოდური ლაზერი, ალექსანდრიტის ლაზერი თუ ელექტროეპილაცია ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის, თმის მოსაცილებლად კი მხოლოდ რამდენიმე ალტერნატივა რჩება: პარსვა, ცვილით დეპილაცია და შუგარინგი.
რა არის შუგარინგი და როგორ ტარდება?
შუგარინგი თმის მოშორების უძველესი მეთოდია, რომელიც თმის მოსაცილებლად ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული წებოვანი მასის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მასა თმის ღერებს ძირიანად აძრობს და კანი სიგლუვეს 4-6 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს.
როგორ მზადდება მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ?
წებოვანი მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ, ლიმონის, შაქრისა და წყლის
თავის ტკივილი უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნებაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ განიცდის.
თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, ლოკალიზაციის, სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით. იგი შეიძლება გამოვლინდეს თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებულად ან ჰქონდეს გადაცემითი ხასიათი, იყოს მწვავე, მოპულსირე ან ყრუ, თანდათანობით განვითარებული ან უეცარი, იყოს ხანმოკლე ან გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში... და რაც ყველაზე საყურადღებოა, თავის ტკივილი შეიძლება სულაც არ იყოს გამოწვეული მარტივი მიზეზით და მის უკან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც იმალებოდეს.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თავის ტკივილის ნაირსახეობებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებს.
რა სახის თავის ტკივილი არსებობს?
თავის ტკივილი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველადი და მეორადი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account