Monthly Archives: January 2025

  1. რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული. 

     

    ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს. 

     

    კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და

    Read more »
  2. რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების, ე.წ. ბატონების შესახებ

    რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების, ე.წ. ბატონების შესახებ

    მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.

     

    “ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.

     

    წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.

    ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.

    ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

    ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ,

    Read more »
  3. აღმოაჩინე ორიგინალური საახალწლო საჩუქრები PSP-ში

    აღმოაჩინე ორიგინალური საახალწლო საჩუქრები PSP-ში

    ახალი წლის დღესასწაულს ჯადოსნურსა და მაგიურს ვუწოდებთ, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მთელი ამ განწყობის შემქმნელები თავად ვართ. გარკვეულ ასაკში მოულოდნელად გვეცლება ხელიდან თოვლის ბაბუის არსებობის იდეა და ვხვდებით, თურმე საჩუქრებს საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან. ემოცია და შეგრძნებები კი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება… ამიტომაც, საახალწლო სამზადისი მხოლოდ ნაძვის ხის ლამაზად მორთვასა და სუფრის გაწყობას არ ნიშნავს. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება, როცა ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ. 

     

    თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე ორიგინალურ საახალწლო საჩუქარს, რომელთა შეძენაც PSP-ში შეგიძლიათ.

     

    Read more »
  4. პერსკინდოლი — პრეპარატი ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის გასაყუჩებლად

    პერსკინდოლი — პრეპარატი ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის გასაყუჩებლად

    ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში, სპორტით დაკავება და ზოგადად, აქტიური ცხოვრება. ფიზიკურად დატვირთულ აქტივობებს შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა შემაწუხებელი ან შემაფერხებელი ტრავმები. ასეთი შემთხვევებისთვის იწარმოება პრეპარატი პერსკინდოლი. 

     

    პერსკინდოლი შვეიცარიული წარმოების გლობალურად ცნობილი პრეპარატია. მას გამოყენების 40-წლიანი ისტორია აქვს. ეს გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ძირითადად ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის გაყუჩებისთვის იყენებენ. 

     

    საქართველოს ფარმაცევტულ მაღაზიებში ის შეიძლება სპრეის ან გელის სახით შეგხვდეთ, კონკრეტულად კი: პერსკინდოლი კლასკი სპრეი 150მლ;

    Read more »
  5. ციპრალექსი — ეფექტიანი საშუალება დეპრესიასთან საბრძოლველად

    ციპრალექსი — ეფექტიანი საშუალება დეპრესიასთან საბრძოლველად

    დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ფორმით. მას თან ახლავს მოწყენილობა, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის კარგვა ისეთი რაღაცების მიმართ, რაც ადრე გაბედნიერებდათ. 

    ბუნებრივია, დეპრესია არ გამოიხატება მხოლოდ შინაგანი გრძნობებითა და ეფექტებით — ის თანაბრად ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პირად ურთიერთობებზე და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. საზოგადოება დეპრესიას, ხშირად, ზედაპირულად, პრიმიტიულად იაზრებს და მკურნალობას აუცილებლად არ თვლის — ეს დიდი შეცდომაა, რადგან სათანადოდ მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, დეპრესიის გავლენით უმძიმესი შედეგებიც დადგეს.

    შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ კონტროლი ემოციებსა და ყოველდღიურობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ციპრალექსია, მედიკამენტი, რომელმაც

    Read more »
  6. როდინირი – თქვენი სანდო მოკავშირე ინფექციების წინააღმდეგ

    როდინირი – თქვენი სანდო მოკავშირე ინფექციების წინააღმდეგ

    როდინირი, ანტიბიოტიკი ცეფდინირის აქტიური ნივთიერებით, წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინების კლასის წამალს, რომელიც ეფექტიანად ებრძვის ინფექციურ-ანთებით პროცესებს. მისი განსაკუთრებული ფარმაკოლოგიური თვისებები და გამოყენების ფართო სპექტრი მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ინფექციების მკურნალობაში.

    როდინირის ფორმა და შედგენილობა 

    როდინირი 300 მგ კაფსულებისა და სუსპენზიის (სიროფის) სახითაა ხელმისაწვდომი. პირველ რიგში, ვისაუბროთ

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy