ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პატარები ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან დავიცვათ.
ზაფხულის გრძელ და თბილ დღეებს პატარებისთვის განსაკუთრებული ხალისი მოაქვს, რაც ბუნებრივად დაკავშირებულია ეზოში თამაშთან, სანაპიროზე თუ აუზზე დროის სასიამოვნოდ გატარებასა და სხვა გარე აქტივობებთან. რთულია აუხსნა ბავშვს, დღის რომელი პერიოდია ნაკლებ სახიფათო, ამიტომ დღევანდელ სტატიაში რისკების შესამცირებლად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ.
· ულტრაიისფერი სხივები ორი ტიპის არის, UVA - შედარებით გრძელი სხივია, რომელიც კანს უჯრედულ დონეზე აზიანებს და სხვადასხვა პათოლოგიის ტრიგერს წარმოადგენს. UVB - ძირითადად კანის ზედაპირზე მოქმედებს და დამწვრობის წინაპირობა ხდება. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება შემდეგ წარწერებზე უნდა გავამახვილოთ:
1. Broad spectrum UVA/UVB - ასეთი მანიშნებლის მქონე პროდუქტი თქვენი პატარის სრულფასოვან
ვაგინალური კანდიდოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ის მსოფლიოში ვაგინალური ინფექციების მიმართვიანობის მეორე ადგილზე იმყოფება და ყოველი ოთხი ქალიდან სამს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი;
ვაგინალური კანდიდოზი არის საშოს სოკოვანი ინფექცია, რომელსაც იწვევს საფუარის ტიპის სოკო კანდიდა; ის წარმოადგენს პირობით-პათოგენურ სოკოს, რომელიც, ნორმაში მცირე რაოდენობით, ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში, მაგრამ არ იწვევს არანაირ ჩივილს და სიმპტომს;
ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ჯგუფს.
დაავადებას ახასიათებს წვის შეგრძნება და ინტენსიური ქავილი საშოსა და ვულვის (სასქესო ორგანოების გარეთა ნაწილის) მიდამოში, რაც განსაკუთრებით მწვავდება მოშარდვის დროს; დამახასიათებელია ვულვის სიწითლე და შეშუპება; ტკივილი საშოში, რომელიც ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს; ქალს აწუხებს სქელი, უსუნო ხაჭოსებრი კონსისტენციის გამონადენი საშოდან;
აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეს სიმპტომები პირველად განგივითარდათ, რათა დაავადებამ ქრონიკული ხასიათი
ჩვენ ვცხოვრობთ მზისგან დამცავების ბუმის ეპოქაში, როცა ყველამ ვიცით როგორ, მაგრამ ნაკლები პასუხი გვაქვს რატომ უნდა გამოვიყენოთ SPF?
სიამოვნებით შემოვაბრუნებდი სათაურში გამოტანილ შეკითხვას და შემდეგი ფორმულირებით დავსვამდი „რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?!“. მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგსაც კი გაუჭირდება დაასაბუთოს აღნიშნული უარყოფა. ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია!
და მაინც, რატომ?
როგორც ბიოლოგია გვკარნახობს ადამიანის კანი სამი შრისგან შედგება. მთავარი პროცესები დერმაში, ანუ შუა შრეში ხდება. მისი მფარავი ეპიდერმისი დამცველობითი ფუნქციისაა და უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციების, ბაქტერიების და სხვა არასასურველი ელემენტების შეჭრისგან. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც აზიანებს ეპიდერმისს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
ულტრაიისფერი სხივები 3 სახისაა, თუმცა რადგან დედამიწამდე მხოლოდ A და B ტიპები
როგორ დავამარცხოთ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება?
მედიკამენტოზური რინიტი განსაკუთრებით აქტუალური პოსტკოვიდ პერიოდში გახდა. ინფიცირებისას თვითნებურად დანიშნული ცხვირის წვეთების არარაციონალური მოხმარება საბოლოოდ მასზე დამოკიდებულებად ფორმირდება.
დღითიდღე სულ უფრო იმატებს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account