Monthly Archives: October 2024

  1. როგორ ამოვიცნოთ ორსულობის სიმპტომები?

    როგორ ამოვიცნოთ ორსულობის სიმპტომები?

    ორსულობის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ტესტის გაკეთებამდე შეამჩნიოთ. სხვა ნიშნები კი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება, იმის ფონზე, რომ თქვენი ჰორმონების დონე შეცვლას დაიწყებს.

    როგორია და როდის იწყება ორსულობის სიმპტომები?

    ორსულობის ადრეული ნიშანი, როგორიც არის დაღლილობა, შეიძლება გამოვლინდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ორსულობის სიმპტომები პირველ კვირაში, დაღლილობასთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს ვაგინალურ გამონადენს ან მენსტრუაციის დაგვიანებას. 

     

    Read more »
  2. რას ნიშნავს გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    რას ნიშნავს გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    გულის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც გულის კუნთი ვერ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც ეს საჭიროა. შესაბამისად, გული ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით ვერ ამარაგებს. ამ მდგომარეობას ზოგჯერ გულის შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებენ. 

     

    გულის უკმარისობის დროს ხშირად სისხლი იღვრება ფილტვებში, რაც სუნთქვის უკმარისობას და ქოშინს იწვევს.

     

    ექიმის მიერ გულის უკმარისობის მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს დაავადების სიმპტომები და ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმაროს. ამასთან, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება ცხოვრების წესის ცვლილებამაც გააუმჯობესოს.

     

    თუმცა გულის უკმარისობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება მძიმე სიმპტომები აწუხებდეთ. ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს გულის გადანერგვა ან მოწყობილობა, რომელიც ამ ორგანოს უკეთ მუშაობაში

    Read more »
  3. რა არის ბოტულიზმი და როგორ ვრცელდება დაავადება?

    რა არის ბოტულიზმი და როგორ ვრცელდება დაავადება?

    ბოტულიზმი არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის სხეულის ნერვებს აზიანებს. მას იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum (C. botulinum). ეს უკანასკნელი წარმოქმნის ნეიროტოქსინს, შხამს, რომელიც თავს ესხმის ნერვულ სისტემას. 

     

    საკვებით გამოწვეული დაავადებების მრავალი სახეობიდან ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია — მას შეუძლია ადამიანის პარალიზება და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა.

     

    ბოტულიზმის გავრცელების გზები

    ბოტულიზმის ბაქტერია შეიძლება კონსერვში აღმოჩნდეს და სწორედ ამ გზით მოხვდეს ის ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ბოტულიზმის გავრცელების სხვა გზებიც არსებობს.

     

    ბოტულიზმი ჩვილ ბავშვებში

    შესაძლოა, ჩვილების ორგანიზმში Clostridium botulinum ბაქტერიის სპორები მოხვდეს და ისინი ამ ტიპის ბოტულიზმით დააავადოს. ეს ბაქტერია ჩვეულებრივ გვხვდება

    Read more »
  4. ხალი და მისი ტიპები — რა უნდა ვიცოდეთ?

    ხალი და მისი ტიპები — რა უნდა ვიცოდეთ?

    ხალი ჩვენს კანზე არსებული პატარა მუქი ლაქა ან წარმონაქმნია. ის შეიძლება ადამიანს სხეულზე დაბადებიდან ჰქონდეს ან ცხოვრების განმავლობაში განვითარდეს.

     

    უმეტეს შემთხვევაში, ხალი ყავისფერია, თუმცა ის ასევე შესაძლოა იყოს წითელი, ხორცისფერი, ვარდისფერი, რუჯისფერი, თითქმის შავი, თუნდაც ლურჯი ან თეთრი. გარდა ამისა, არსებობს ოვალური ან მრგვალი, გლუვი ან ხორკლიანი, ამობურცული ან ბრტყელი, ასევე თმიანი ხალი.

     

    ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია მათი ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგი, რომელიც შეიძლება კიბოს წარმოქმნაზე მიუთითებდეს.

     

    რა ტიპის ხალები არსებობს?

    არსებობს ხალების სამი ძირითადი ტიპი. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

     

    თანდაყოლილი ხალი

    ამ ტიპის ხალი ხშირად კეთილთვისებიანია.

    Read more »
  5. თმის გადანერგვა — რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის შესახებ?

    თმის გადანერგვა — რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის შესახებ?

    თმის გადანერგვა არის პროცედურა, რომლის დროსაც პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს თმა თავის ერთი უბნიდან სხვა, მელოტ ან შეთხელებულ ადგილზე გადააქვს. ამ პროცედურას შეუძლია აღადგინოს თმა, რომელიც ადამიანს ასაკის, დაავადების ან ტრავმის გამო გასცვივდა. 

     

    თმის გადანერგვის პროცესი, როგორც წესი, ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში მიმდინარეობს.

     

    თმის ცვენის შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა

    Read more »
  6. თრომბოციტები — ყველაფერი, რაც სისხლის ამ უჯრედებზე უნდა იცოდეთ

    თრომბოციტები — ყველაფერი, რაც სისხლის ამ უჯრედებზე უნდა იცოდეთ

    თრომბოციტები ძვლის ტვინის მიერ წარმოიქმნება — ისინი წარმოადგენს სისხლის უჯრედების ტიპს, რომელიც მის შედედებას უწყობს ხელს. დღეს განვიხილავთ თრომბოციტების სტრუქტურას, მათ სხვადასხვა ფუნქციას და სხვა საინტერესო ინფორმაციას.

     

    რა არის თრომბოციტები?

    თრომბოციტები არის სპეციალური სისხლის უჯრედები, რომლებსაც ევალება, თავიდან აიცილოს ზედმეტი სისხლის დაკარგვა. ეს პატარა და უფერო სტრუქტურები უჯრედის ფრაგმენტებს წააგავს.

     

    ადამიანის ორგანიზმს სამი ტიპის სისხლის უჯრედები გააჩნია — წითელი უჯრედები (ერითროციტები), თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და თრომბოციტები. ეს უკანასკნელი ამ სამიდან ყველაზე პატარაა და სისხლის უჯრედების დიამეტრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. 

     

    რა ფუნქციებს ასრულებს თრომბოციტები?

    თრომბოციტების მთავარი ფუნქციაა სისხლის დაკარგვის თავიდან აცილება, რაც გადამწყვეტია

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy