Lansinoh-ის ბოთლები – 100% სუფთა და უსაფრთხო ბავშვებისთვის


მაშინ, როცა საქმე პატარების კვებას ეხება, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თანაც დღეისათვის ბაზარზე უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათ შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. მაგალითად, ბოთლებზე თუ ვისაუბრებთ, მისი არჩევისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — დაწყებული მასალის ხარისხითა და უსაფრთხოებით, დასრულებული ანტიკოლიკური სისტემის არსებობით. 

 

ბლოგში კი Lansinoh-ზე უნდა ვისაუბროთ — ბრენდზე, რომლის ისტორიაც 1984 წელს აშშ-ში დაიწყო. თავდაპირველად ბრენდი ლანოლინის მალამოთი იყო ცნობილი, რომელიც მეძუძურ დედებს გაღიზიანებული და მტკივანი კერტების მოვლაში ეხმარებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ლანსინოს მასშტაბები გაიზარდა და ხელოვნური კვების მიმართულებითაც განვითარდა — დაიწყო ბოთლებისა თუ სხვა პროდუქციის წარმოება.

 

Lansinoh-ის შუშისა და პლასტმასას ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება; შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის — არ შეიცავს რკინას ან სხვა მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა ბისფენოლი A (BPA) და ბისფენოლი S (BPS). მარტივად რომ ვთქვათ, ლანსინოს ბოთლები სამ მთავარ პრინციპს აერთიანებს: კომფორტს, ჰიგიენასა და უსაფრთხოებას. 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ლანსინოს ბოთლები AVS სისტემასაც მოიცავს. უფრო კონკრეტულად კი ეს გულისხმობს ჰაეროვანი ვენტილაციის სისტემას, რაც პატარებს კოლიკის თავიდან აცილებაში ეხმარება… ზოგადად, კოლიკის გამომწვევ მიზეზად ხშირად ნაწლავებში აირების დაგროვება სახელდება — მსგავსი სისტემის არსებობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამის რისკს. 

 

ამავდროულად, ბოთლების საწოვარა მაქსიმალურად მიახლოებულია დედის ძუძუს ფორმასთან, რაც ბუნებრივ კვებასთან შეთავსებასაც უწყობს ხელს. 



რა თქმა უნდა, წარმოების პროცესში ბრენდი საერთაშორისო სტანდარტებს მიჰყვება და მისი თითოეული პროდუქტი მკაცრ ტესტირებებს გადის, რათა უზრუნველყოს ხარისხი თუ საიმედოობა. ამას Lansinoh-ის ოფიციალური წერილიც ადასტურებს, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოების საკითხს ეხება: 

„Lansinoh-ის შუშის ბოთლების ტესტირება ჩატარდა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც გლობალურად აღიარებულია ინდუსტრიული სტანდარტის მიხედვით და ევროპაში ცნობილია, როგორც აკრედიტებული ორგანიზაცია. 

ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოთლები, მათ შორის ლოგოც, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს შუშის საბავშვო ბოთლებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ბავშვების უსაფრთხოების მნიშვნელობას და ვცდილობთ შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც დედებისთვის, ასევე ბავშვებისთვის“.

ეს დოკუმენტი მოწმობს, რომ პროდუქტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეგულაციებს, რაც დამატებით გარანტიას აძლევს მშობლებს მათი გამოყენებისას. 

ამ დროისთვის შეგიძლიათ, Lansinoh-ის ბოთლები ორი სახის მოცულობით შეიძინოთ: 160-მილიგრამიანი და 240-მილიგრამიანი.

გახსოვდეთ, Lansinoh-ის ბოთლები საუკეთესო არჩევანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც პატარების უსაფრთხო და კომფორტულ კვებაზე ზრუნავენ.