
3 მარტს იმ დღესასწაულს აღვნიშნავთ, რომელსაც დედები და შვილები ერთნაირი ემოციით ელოდებიან. საჩუქრის ჩუქება კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია — ასე ვთქვათ, შვილებისა თუ ოჯახის წევრების მხრიდან სითბოს, მადლიერებისა და ყურადღების გამოხატვის უნივერსალურ ფორმას წარმოადგენს.
თითოეული ჩვენგანისთვის დედა ყველაზე ლამაზი ქალია — ყველას ჩვენი ეტალონი გვაყვს და გვსურს, მუდამ ამ სილამაზით ბრწყინავდეს. თავის მოვლის პროდუქტები კი ისაა, რაც ქალებს სილამაზისა და კანის სიჯანსაღის დიდხანს შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომაც, თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა ჩუქებითაც აუცილებლად გაახარებთ ნებისმიერ დედას.
ლირენეს ეს ნაკრები ორ პროდუქტს აერთიანებს: სახის გამწმენდსა და კრემს. ორივე მათგანი ისეთ აქტიურ კომპონენტებს შეიცავს, როგორებიცაა C და E ვიტამინები — ამგვარი კომბინაცია კი ნაზად წმენდს კანს, აშორებს მტვერსა და მაკიაჟს. ამავდროულად კანის ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს.
ასევე, კრემი აღადგენს კანის ბალანსს, ატენიანებს და აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ელასტიკურობას. ზოგადად, ვიტამინ C იდეალურია კანის გასაჯანსაღებლად და მუქი ლაქების მოსაშორებლად. ხოლო ხოლო ვიტამინ E ხელს უშლის ადრეულ დაბერებას და ეხმარება კანის აღდგენას.
სასაჩუქრე ნაკრები მოიცავს დასაბან ქაფს, ტანის კრემს, ტანის სკრაბსა და სურნელოვან სანთელს. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანის მახასიათებლები:
დასაბანი ქაფის სარელაქსაციო უნიკალური ფორმულა, წყალთან კონტაქტისას გარდაიქმნება მდიდარ, ხავერდოვან ქაფად. ეს კი მისი დამამშვიდებელი ინგრედიენტების შემცველობის წყალობით — ჟოჟობას ექსტრაქტი, ლოტოსის ყვავილის ექსტრაქტი, აბუსალათინის ზეთი, ლიმონმჟავა და სხვა.
ტანის კრემი კი, რომელიც აერთიანებს ყვავილის სურნელს, მკვებავ და დამამშვიდებელ ძალას, კანს აბრეშუმისებრ სირბილეს ანიჭებს.
ხოლო სკრაბი არის 92% ბუნებრივი წარმოშობის, შეიცავს მაგნიუმის მარილსა და ზეთების მდიდარ ნაზავს, რაც უზრუნველყოფს კანის მკვდარი უკრედების საფუძვლიანად მოშორებასა და კანის დატენიანებას.
რიტუალსის ეს ნაკრები შთაგონებულია ძველი ინდური აიურვედას ფილოსოფიით, რომელიც მიზნად ისახავს სხეულისა და სულის ბალანსის მიღწევას. შესაბამისად, ამ ხაზის პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული ინგრედიენტებით, არომათერაპიული ეფექტითა და რელაქსაციის უნარით,
ნაკრების შემადგენლობაშია:
- ტანის ზეთი
- დასაბანი გელი
- ტანის კრემი
- თმის და ტანის მისტი.
თითოეული შეიცავს ბუნებრივად გამაჯანსაღებელ კომპონენტებს, რომელთა შერჩევა აიურვედას ტრადიციებს ეყრდნობა:
- ვარდის ინდური ექსტრაქტი — ცნობილია დამამშვიდებელი და არომათერაპიული ეფექტით;
- ტკბილი ნუშის ზეთი — ატენიანებს კანს, კვებავს ღრმად და ანიჭებს სირბილესა და ბზინვარებას.
- ჰიმალაის თაფლი — ატენიანებს და არბილებს კანს, ამავდროულად ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.
პაიოს Rituel Glow სერია შექმნილია მათთვის, ვისაც კანის ბუნებრივი ბზინვარებისა და სიჯანსაღის მიღწევა სურს. ამ ხაზის პროდუქტები აერთიანებს მკვებავ, ანტიოქსიდანტურ და დეტოქსურ ინგრედიენტებს, რომლებიც კანს სისუფთავეს, სიმკვრივეს და ბზინვარებას უნარჩუნებს.
Rituel Glow-ის ფორმულები მოიცავს ბუნებრივ ექსტრაქტებსა და თანამედროვე კოსმეტიკურ ტექნოლოგიებს:
- ვიტამინი C – ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აღადგენს კანის ერთგვაროვან ტონს და ანიჭებს ბზინვარებას;
- გოჯის კენკრა – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას და ხელს უწყობს ტონუსის შენარჩუნებას;
- კენკრის ექსტრაქტები – ატენიანებს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ასტიმულირებს უჯრედების განახლებას;
- ბუნებრივი ექსფოლიატორები – ასუფთავებს კანს და ანიჭებენ მას ხავერდოვან ტექსტურას.
ეს ნაკრები აერთიანებს შამპუნს, კონდიციონერსა და კრემს:
დამატენიანებელი შამპუნი მშრალი სკალპისა და მშრალი თმისთვის ნაზად ასუფთავებს სკალპს და თმას. გამწმენდი და დამატენიანებელი კომპონენტების დაბალანსებულ კომბინაციას თან ერთვის კამელიას ზეთის მოქმედება, რაც იდეალურ შედეგს იძლევა მშრალ თმაზე. ამ შამპუნს გააჩნია ძლიერი დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებები, ასევე თმაში ტენიანობის შენარჩუნების უნარი. ძირითადი ინგრედიენტებია კამელიას ზეთი, ილანგ-ილანგის ეთერზეთი, ალოეს ექსტრაქტი.
Raywell BIO HIDRA დამატენიანებელი ნიღაბი კონდიციონერი კი უზრუნველყოფს შესამჩნევ ეფექტს პირველი გამოყენების შემდეგ. მყისიერი შედეგი მიიღწევა ნიღბის გრძელ და მოკლე ჯაჭვის კონდიცირების კომპონენტების კომბინაციის წყალობით, რომელიც ავსებს და აღადგენს დაზიანებულ თმას. იაპონური კამელიას ზეთი არბილებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას, სიგლუვეს, ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. ატენიანებს, არბილებს, კვებავს და მატებს ბზინვარებას ძლიერ დაზიანებულ თმასაც კი. პირველი გამოყენების შემდეგ თმა უფრო მოვლილად და ჯანსაღად გამოიყურება. ძირითადი ინგრედიენტებია იაპონური კამელიას ზეთი, ხილის მჟავები.
ხოლო Raywell მულტიფუნქციური კრემი Ten In One შექმნილია თმის ღრმად დასატენიანებლად და მზისგან, სტილისტური დამუშავების ხელსაწყოებისა თუ ქარისგან დასაცავად. უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, აგვარებს აფუების პრობლემას, ანიჭებს აბრეშუმისებრ ეფექტს მთელ სიგრძეზე, იცავს თმას ამინდის არახელსაყრელი პირობებისგან. კრემის გამოყენების შემდეგ თმა ხდება ბზინვარე და მოვლილი.
Heathcote & Ivory-ის Cath Kidston სერია ცნობილია თავისი დახვეწილი ბრიტანული ესთეტიკით, ნაზი არომატებით და ბუნებრივად ნაზ კანის მოვლის პროდუქტებით. ეს ნაკრები აერთიანებს ტანის დასაბან გელს, ტანის კრემს და ორ აბაზანის ბურთს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს სასიამოვნო, დამამშვიდებელ და სისუფთავის შეგრძნებას.
ტანის დასაბანი გელი ნაზად ასუფთავებს კანს, ატენიანებს და არ აშრობს მას. ტანის კრემი კი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, ტოვებს სასიამოვნო ტექსტურას და არომატს. ხოლო აბაზანის ბურთები ამშვიდებს და არბილებს კანს.
ნაკრების შემადგენლობაშია: ხელის კრემი, საპონი და ხელის პირსახოცი. საპნები დამზადებულია ქოქოსის ზეთის, შიისა და პროვიტამინ B5-ის ნაზავით, რაც უზრუნველყოფს კანის ნაზ წმენდას. ხელის კრემი გამდიდრებულია შიის კარაქით, კაკაოს თესლის კარაქითა და E ვიტამინით. გაჟღენთილია ტკბილი ფორთოხლის არომატებით.
Teaology-ის Vitamin C ნაკრები გამოირჩევა ანტიოქსიდანტური, გამამკვრივებელი და ბზინვარების მომცემი თვისებებით. ის სპეციალურად შექმნილია კანის „გასანათებლად“, ტონუსის გასაუმჯობესებლად და უჯრედების რეგენერაციის დასაჩქარებლად.
მოგეხსენებათ, ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ასევე, აუმჯობესებს კანის ტონს და ამცირებს დაღლილობის ნიშნებს. ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებასაც, რაც კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას უნარჩუნებს.
გარდა ამისა, თიოლოჯის ყველა პროდუქტი შეიცავს ჩაის ექსტრაქტებს. ჩაი კი მდიდარია პოლიფენოლებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ამასთანავე, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და კანის ბუნებრივ გაწმენდას.
ნაკრების შემადგენლობაშია: Vitamin C შრატი, Hyaluronic თვალის ნიღაბი და მრავალჯერადი თვალის ნიღაბი.
ნაკრების შემადგენლობაშია: სებამედის შხაპ-გელი Bromb&Miniz და ყოველდღიური შამპუნი.
შხაპ-გელის საპნისგან თავისუფალი ფორმულა ასუფთავებს და კვებავს კანს. აახლებს და ატენიანებს მგრძნობიარე კანს. 5.5 pH ბალანსი კი ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დამცავ ფენას და იცავს კანის ბარიერს გამოშრობისა თუ გაღიზიანებისგან. გამოირჩევა მაყვლისა და პიტნის სასიამოვნო სურნელით.
ხოლო სებამედის ყოველდღიური შამპუნი იცავს და აღადგენს თავის კანს, რაც, ავტომატურად, ჯანსაღი თმის გარანტიაა. არ შეიცავს საპონს და PH5.5 ბალანსით რეკომენდებულია ხშირი გამოყენებისთვის. აქტიური კომპლექსი იცავს თმას და თავის კანს გამოშრობისაგან; ასევე, მატებს თმას ბზინვარებას.
ნაკრების შემადგენლობაშია:
- Rose De Vinge ხელის კრემი — კვებავს და აღადგენს ხელის კანს, ამაგრებს ფრჩხილებს. შეიცავს ნატურალურ წარმოშობის კომპონენტებს.
- პარფიუმი ვარდი — პარფუმის განახლებული არომატი შეიქმნა 2015 წელს და მისი არომატი გაზაფხულის ლამაზ დილას მოგაგონებთ. ზედა ნოტებს განაპირობებს ვარდის ნაზი სურნელი, შუალედურს ემატება შავი მოცხარი, ხოლო ბაზისურ არომატს წარმოქმნის ვარდი, მუსკატი, შავი მოცხარი, მაგნოლია და ქარვა.
- შხაპის გელი ვარდი — შეიცავს ნატურალურ წარმოშობის კომპონენტებს, მათ შორის ვარდის ექსტრაქტს. გამოირჩევა სასიამოვნო არომატით. რეკომენდებულია ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის. არ შეიცავს საპონს.
პსპ გილოცავთ დედის დღეს! იმედია, ჩვენთან აღმოაჩენთ თავის მოვლის იმ პროდუქტებს, რომლებიც მეტად გაგილამაზებთ ყოველდღიურობას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account